მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილემ G20-ის რელიგიათაშორის ფორუმზე აფრიკელი ქრისტიანების გენოციდისგან დაცვის მოწოდება გააკეთა
2021 წლის 13 სექტემბერს ბოლონიაში (იტალია) G20-ის რელიგიათშორისი ფორუმის მეორე დღე ჩატარდა, რომელიც ეძღვნება თემას „განკურნების დრო: მშვიდობა კულტურებს შორის, ურთიერთგაგება რელიგიებს შორის“.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, ფორუმში მონაწილეობას იღებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე და სსკგ-ს რელიგიათაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელი დიმიტრი საფონოვი. ფორუმის მეორე დღეს, მთავარეპისკოპოსი ლეონიდე მოხსენებით გამოვიდა ფოკუსირებულ სესიაზე, თემით – „დიალოგის თეოლოგიური ბუნება“.
სესიას მოდერატორებია – ალესანდრა ტროტა და ბოზეს თემის წარმომადგენელი, ძმა ადალბერტო მაინარდი. მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ თავის გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგროვილი ინტერრელიგიური დიალოგის გამოცდილებაზე და კერძოდ გაიხსენა, რუსეთ-ირანის დიალოგის – „მართლმადიდებლობა-ისლამი“კომისიის საქმიანობა, რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო, და რელიგიათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ სირიის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიისთვის პირველ პლანზე გადმოიწია პრაქტიკულმა რელიგიათაშორისო დიალოგმა: „ჩვენ ერთად ვეძებთ პასუხებს თანამედროვე გამოწვევებზე: სოციალურზე, ეკონომიკურზე, ეთნიკურზე და სხვა“.
მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ თავისი მოხსენების ბოლო ნაწილი ქრისტიანთა დევნის თემას მიუძღვნა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მათ მდგომარეობას აფრიკაში. იერარქმა ბრძანა: „მოდით, გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ვიპოვოთ საკუთარ თავში ვაჟკაცობა და ვაღიაროთ, რომ აფრიკის რიგ ქვეყნებში, ჩვენი დუმილით, ქრისტიანული მოსახლეობის ნამდვილი განადგურება მიმდინარეობს. ნიგერიაში, კონგოში, ბურკინა ფასოში, მოზამბიკში და სხვა სახელმწიფოებში ექსტრემისტების შეიარაღებული დაჯგუფებები მიზანმიმართულად და დაუსჯელად ახორციელებენ ქრისტიანთა მასობრივ მკვლელობებს. საუბარი ეხება ათასობით დაუცველ, არაფერში დამნაშავე ადამიანს“.
მთავარეპისკოპოსი ლეონიდე ასევე შეეხო უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსებისა და მორწმუნეთა დისკრიმინაციის საკითხს: „არ შეიძლება უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებათა დარღვევის იგნორირება, რომელიც უკრაინაში ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა. ამ ეკლესიას, მთავრობის ხელშეწყობით, ასობით ტაძარს ართმევენ და გადასცემენ მათ 2018 წელს პეტრე პოროშენკოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ „მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინისას“. დისკრიმინაციას ადგილი აქვს ასევე საკანონმდებლო დონეზე: დამნაშავეები, რომლებიც ახდენენ ძალადობას კლირიკოსებზე და კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებზე, როგორც წესი, დაუსჯელები რჩებიან“.
სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, მსოფლიოში რელიგიური სიწმინდეების ბედზე. „წარმოიდგინეთ, მორწმუნეთა გულებში როგორ ტკივილს იწვევს ტაძრის შელახვა ან დანგრევა, სხვა რელიგიის საჭიროებისათვის მისი დემონსტრაციული გადაცემა. სიწმინდის ხელყოფა ყველაზე დამღუპველ გავლენას ახდენს რელიგიათშორის დიალოგზე, მშვიდობასა და სიმშვიდეზე“, – აღნიშნა მან.
სიტყვის დასასრულს, მწყემსმთავარმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2022 წლის მაისში სანკტ-პეტერბურგში მსოფლიო კონფერენციის ჩატარება იგეგმება რელიგიათშორისი და ეთნოსთაშორისი დიალოგის ფარგლებში.
სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ: ალბანეთის ბექტაშის სუფისტური თემის მეთაური ჰაჯი დედე ედმონდ ბრაჰამაი, პაპის რელიგიათაშორისი დიალოგის საბჭოს ისლამის საკითხთა ბიუროს მეთაური მონსენიორ ხალედ აკაშე, დოჰას რელიგიათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრის (DICID) თავმჯდომარე იბრაჰიმ ან-ნაიმი, აუგსბურგის ეპისკოპოსი ბერტრამ იოაჰან მეიერი, რომელიც გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის რელიგიათაშორისი დიალოგის ქვეკომისიის თავმჯდომარეა, და თემებისა და რელიგიათაშორისი ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024