
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე შეხვდა უფლებადამცველი ორგანიზაციის – Open Doors პრეზიდენტს
რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით, 2021 წლის 14 ივლისს ვაშინგტონში გამართული საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, საგარეო საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი შეხვდა ქრისტიანული უფლებადამცველი ორგანიზიციის – Open Doors USA პრეზიდენტ დევიდ კარის.
მხარეებმა აზრები გაცვალეს თანამშრომლობის შესახებ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დევნილი ქრისტიანებისათვის დახმარების გაწევის საქმეში.
მიტროპოლიტმა ილარიონმა დ. კარის მოუთხრო იმ ძალისხმევის შესახებ, რასაც ამ მიმართულებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებს.
თავის მხრივ, დ. კარიმ უამბო სსკგ-ს თავმჯდომარეს ორგანიზაცია Open Doors-ის საქმიანობისა და მეთოდოლოგიის თაობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააქტიურებენ თანამშრომლობას დევნილი ქრისტიანებისათვის დახმარების აღმოჩენის საქმეში.
***
1955 წელს დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო უფლებადამცველი ქრისტიანული ორგანიზაცია Open Doors („ღია კარიბჭე“), თავის მიზნად ისახავს მორწმუნეთათვის დახმარების აღმოჩენას იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანული სარწმუნოება შევიწროებულია და დევნას განიცდის.
მისი საქმიანობის მიმართულებათა შორის არის: ბიბლიის, ქრისტიანული ლიტერატურისა და საკვირაო სკოლებისათვის სასწავლო მასალის გამოცემა და მიწოდება, ტიპოგრაფიისა და ბიბლიოთეკების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება, მათ შორის, წერა-კითხვის სწავლება, ასევე დევნილ ქრისტიანთა თემებისა და ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, რომელთა წევრებიც რელიგიური მოტივით მოკლეს ან დააპატიმრეს.
გარდა ამისა, ყოველწლიურად Open Doors აქვეყნებს World Watch List, რომელიც იმ ქვეყნების სიას შეიცავს, სადაც ქრისტიანებს დევნიან და მათ უფლებებს ლახავენ. ორგანიზაციის მონაცემებით, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იმის გამო, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებას აღმსარებლობს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025