მოსკოვის საპატრიარქო
სუროჟის ეპარქიის ტაძრების მრევლმა ბრედველ-ონ-სის წმინდა პეტრე მოციქულის სახელობის უძველესი ტაძარი მოილოცა
2021 წლის 10 ივლისს სუროჟის ეპისკოპოსის მათეს ლოცვა-კურთხევით მორწმუნეთა ჯგუფმა დეკანოზ იოსიფ სკინერის თაოსნობით წმინდა მოციქული პეტრეს უძველესი ტაძარი მოილოცა ბრედველ-ონ-სიში. VII საუკუნით დათარიღებულ უძველეს ტაძარში, საღმრთო ლიტურგია აღევლინა, რომელზეც ლოცულობდნენ და ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს ეზიარნენ მართლმადიდებელი მორწმუნენი ლონდონიდან, ბრისტოლიდან, რომფორდიდან, კენტის საგრაფოს სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან.
ტრაპეზის შემდეგ მომლოცველთა ჯგუფის წევრებმა დაუჯდომელი ლოცვა წაიკითხეს ეკლესიის გაყოფამდელი წმინდანის, ესექსის მოციქულის წმინდა მღვდელთმთავარ კედის (VII ს.) მიმართ.
ბრედველ-ონ-სის პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარი ესექსის საგრაფოში – ყველაზე ძველი მოქმედი ტაძარია ინგლისში. ის არასდროს გადაკეთებულა; აგებულია რომაული ფორტის საძირკველზე ბრიტანული კუნძულების ერთ-ერთი განმანათლებლის, წმინდა კედის მიერ 654 წელს. ტაძრის ფორმა VII საუკუნიდან დღემდე უცვლელია.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
სუროჟის ეპარქიის საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023