მთავარი გვერდი ახალი ამბები
გამოვიდა 2021 წლის მეორე ნომერი ჟურნალისა „თეოლოგიის სა…

გამოვიდა 2021 წლის მეორე ნომერი ჟურნალისა „თეოლოგიის საკითხები“

                                                                                

გამოვიდა მორიგი, მიმდინარე წლის მეორე, ნომერი ჟურნალისა „თეოლოგიის საკითხები“. ეს საერთაშორისო თეოლოგიური ჟურნალი შედის რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული უსკ-ის (უმაღლესი საატესტაციო კომისია) რეცენზირებულ გამოცემათა ნუსხაში, აგრეთვე, მთელ რიგ სამამულო და საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში. ჟურნალს გამოსცემს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა.   

წარმოდგენილ გამოცემას ხსნის სინოდალური ბიბლიურ-ღვთისმეტყველებითი კომისიის თავმჯდომარის, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუ, რომელიც მან მისცა ამავე ჟურნალის რედკოლეეგიის წევრს – ა. ი. კირლეჟევს. ინტერვიუში საუბარი ეხება საეკლესიო და საერო განზომილებებში თეოლოგიის განვითარების საკვანძო პრობლემებს. საუბრის მეორე ნაწილი წარმოაჩენს მიტროპოლიტ ილარიონს, როგორც ღვთისმეტყველს, ვეცნობით მის გზასა და შრომებს თეოლოგიის დარგში, მის სამეცნიერო ინტერესებსა და გეგმებს. 

შემდეგ მოდის რიგი წერილებისა, მიძღვნილი თეოლოგიის სხვადასხვა ასპექტისადმი. ნ. ი. რაევსკისა და მღვდელმონაზონ ირინეოსის (პიკოვსკი) წერილში გაანალიზებულია ბიბლეისტიკის საკითხები: პირველში განიხილება ძველ იუდაიზმში გამოსახულებაზე აკრძალვის ფორმირების დინამიკა, რომელმაც დასრულებული სახე მე-7 ს.-ში მიიღო;  მეორე წერილის ავტორი განიხილავს 120-ე (121-ე) ფსალმუნს ლიტურგიკული კუთხით.

ნ. კ. ანტონოვას ტექსტი წარმოადგენს წმინდა მღვდელთმთავრის, გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებში სამღვდელოების თემისადმი მიძღვნილი კვლევების დიდ ანალიტიკურ  მიმოხილვას, და ფრიად სასარგებლო იქნება ჩენი პატროლოგებისათვის, უპირველესად, მაგისტრანტებისა და ასპირანტებისათვის.

ნომერს განაგრძობს ვ. ლ. ივანოვის სტატია შუასაუკუნების დასავლური თეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურის – დუნს სკოტის შესახებ. ეს რთული და მაღალპროფესიონალური ტექსტი, ერთი მხრივ, გაშლილად გადმოსცემს შინაგანი მოდუსის ზედმიწევნით გაგებას, – ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილი რომ უჭირავს   დუნსის თეოლოგიაში, მეორე მხრივ, გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს სქოლასტიკის ისტორიულ-ღვთისმეტყველებითი კვლევების თანამედროვე სიმაღლეების შესახებ.  

ლ. ი. დემენტიევის სტატია ისეთ ნაკლებად ცნობილ თემას ეხება, როგორიცაა წმინდანების აღიარება  თანამედროვე ანგლიკანობაში. მოცულობით არცთუ დიდი ტექსტი მკითხველისათვის საკმაოდ ინფორმაციულია. განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს ავტორის მცდელობა, ლექსად გადმოეცა ერთ-ერთი ანგლიკანური ჰიმნი.

ა. ვ. ლუკიანოვისა და მ. ა. პუშკარევას ერთობლივ ნაშრომში განხილულია ი.გ. ფიხტეს გამონათქვამები რელიგიის შესახებ და მისი პოზიცია, რომელიც მას ეკავა თავისი დროის შესაბამის დისკუსიებში.

თეოლოგიური კვლევების მეთოდოლოგიის შესახებ მიმდინარე დავების კონტექსტში, აქტუალურია მღვდელ ალექსი ვასილიევის წერილი „აკადემიური თეოლოგიის მეთოდები (ბერნარდ ლონერგანის  pro et contra)“. ავტორი განიხილავს კანადელი იეზიუტის მეთოდოლოგიური პოზიციების საფუძვლებს, თავადაც წარმოადგენს ამ სფეროში ადეკვატური სამეცნიერო შრომების შესახებ საკუთარ თეზისებს და მასთან პოლემიკაში შედის. 

ჟურნალის ნომერს ასრულებს ა. მ. ბოგაჩევას, ა. მ. პრილუცკისა და გ. ი. ტეპლიხის ერთობლივი სტატია, სადაც ვხედავთ ექსტრემისტული მოქმედებების გაანალიზების მცდელობას ფსიქოლოგიისა და თეოლოგიის პოზიციებიდან და განიხილება თეოლოგიური განათლების ანტიექსტრემისტული პოტენციალი.

  

  სსკგ-ს  კომუნიკაციების სამსახური

სრულად ნახვა

გაზიარება:

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი ლიბანში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ჩრდილოეთ თურქეთში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

16.08.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან

07.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთში რუსეთის ელჩს შეხვდა

07.09.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა ბუდიმის ეპისკოპოს ლუკიანესთან

06.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ბუდაპეშტში საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

06.09.2021

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

06.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სამარცხვინო ვიზიტმა უკრაინაში მსოფლიოს წინაშე მისი საქმიანობის ნაყოფის დემონსტირება მოახდინა

06.09.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب