მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: სულიწმიდა ზეცნობიერად მოქმედებს …

მიტროპოლიტი ილარიონი: სულიწმიდა ზეცნობიერად მოქმედებს ადამიანზე

2021 წლის 20 ივნისს, წმიდა სამების დღესასწაულზე (სულთმოფენობა), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღვთო ლიტურგია აღასრულა მოსკოვის დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახ. ტაძარში. მეუფესთან თანამწირველობდნენ ტაძრის კლირიკოსები.

საგანგებო კვერექსზე აღვლენილ იქნა შესავედრებელი ლოცვები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით.

საგანგებო კვერქსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა ლოცვა აღავლინა, რომელიც საზიანო მონაბერის [სასიკვდილო ვირუსის] გავრცელების დროს იკითხება.

ლიტურგიის განტევებაზე წაკითხულ იქნა მუხლდრეკის ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა მრევლს სამღდელთმთავრო სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა, და სულისა წმიდისაჲთა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ყველას გილოცავთ წმიდა სამების დღეს – სულთმოფენობის წმინდა დღესასწაულს!

ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს, როდესაც მაცხოვრის ყველა მოწაფე ერთად შეიკრიბა. მათ ირგვლივ უამრავი ხალი იყო თავმოყრილი, ისინი ქადაგებდნენ და უცებ ადამიანებმა დაინახეს, რომ ცეცხლოვანი ენები გარდამოდის თითოეულ მოციქულზე. მაშინვე, უეცრად, იერუსალიმში დღესასწაულზე ამოსულმა ასობით სხვადასხვა ენის ადამიანმა, თავის მშობლიურ ენაზე გაიგონა მოციქულების ლაპარაკი. ამ სასწაულმა დასაბამი დაუდო მოციქულთა ქადაგებას, რომელმაც მთელი მსოფლიო, ყველა ერი მოიცვა და სამყარო გარდაქმნა.

ამ მოვლენის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ამისათვის უნდა გავიხსენოთ, რომ უფალ იესო ქრისტეს მოციქულები არ იყვნენ მაღალი საღვთისმეტყველო განათლების მქონე სწავლული კაცები. ისინი უბრალო გალილეველი მეთევზურნი იყვნენ, რომლებმაც, როგორც ჩანს, წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ; უფალ იესო ქრისტეს გვერდით იმყოფებოდნენ მისი ხანმოკლე საზოგადოებრივი მსახურების პერიოდში, ხედავდნენ მის სასწაულებს, ესმოდათ მისი იგავები, მაგრამ ნაკლებად ესმოდათ, რაც ხდებოდა.

როდესაც ქრისტე ჯვარზე აცვეს, მისი მოწაფენი შიშისგან დაიფანტნენ, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მთელი ეს ისტორია დასრულდა და ახლა უკვე კვლავ თავიანთ თევზაჭერ სათხევლებს უნდა დაბრუნებოდნენ. შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა, ზოგიერთი მათგანი ჭმუნვაში ჩავარდა – ვერ იჯერებდა, რომ მის წინაშე იგივე ქრისტე იდგა, ვისაც მანამდე იცნობდა და საკმაოდ დიდი ხსნის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ხედავდა. როგორც სახარებაშია მოთხრობილი, როდესაც უფალმა მოციქულებს გალილეის მთაზე მოუხმო, ერთნი თაყვანს სცემდნე მას, მეორენი კი დაეჭვდნენ.

იმისათვის, რომ ეს უძლური ადამიანები, უსწავლელი მეთევზურნი მოციქულებად ექცია, ვისაც ღვთის სიტყვის ქადაგება და ქრისტეს აღდგომის კადნიერად დამოწმება შეეძლებოდათ, განსაკუთრებული ძალა იყო საჭირო, რომელიც უფალმა საიდუმლო სერობასას აღუთქვა მოწაფეებს: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (ინ. 15:26-27); „ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (ინ.16. 13-15).

სულთმოფენობის წმინდა დღეს აღესრულა ის, რაც მაცხოვარმა მოციქულებს აღუთქვა: მათა სულიწმიდა მოუვლინა. როგორც ეკლესიის დოგმატიკური სწავლებიდნ ვიცით, სულიწმიდა არ არის ღვთის რაღაც ძალა ან ენერგია, არამედ თავად ღმერთია, წმიდა სამების ერთ-ერთი პირი: ღმერთი, რომელიც ეძლევათ მის მორწმუნეებს და მის მაძიებელთ, და რომელიც მთელს მათ ცხოვრებას აღავსებს თავისი ცხოველმყოფელობით, გარდაქმნის მთელს მათ კაცობრივ ბუნებას.

სწორედ ეს მოხდა მაშინ – წმინდა სულთმოფენობის დღეს. მაგრამ ამ დღესასწაულის მნიშვნელობა არ არის მხოლოდ ის, რომ ადრექრისტიანული ეკლესიის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მოვლენა გავიხსენოთ, რომელსაც ზოგიერთი ღვთისმეტყველი ეკლესიის დაბადების დღეს უწოდებს. ამ დღის და მოვლენის მნიშვნელობა ისიცაა, რომ იგი დღესაც გრძელდება. იმ დროს დაწყებული სულთმოფენობა დღემდე არ წყდება: სულიწმიდის მოქმედება, რომელიც მოციქულებს გადაეცათ, ახლაც გრძელდება ეკლესიის ცხოვრებაში. მოციქული და მისი მემკვიდრენი იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადავიდნენ, ამქვეყნად ადამიანთ მრავალი თაობა გამოიცვალა, მაგრამ მოციქულთა მემკვიდრეობა მიწაზე არ წყდება და უფალ იქსო ქრისტეს მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედება გრძელდება.

ნურავინ იფიქრებს და იტყვის, რომ სულიწმიდის მოფენა უხვი იყო მხლოდ პირველქრისტიანულ ხანაში, მერე კი მოაკლდა. სულიწმიდა საკუთარ თავს ავლენს სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა მოქმედებით. მაშინ ცეცხლოვანი ენები გარდამოდიოდნენ მოციქულებზე, ახლა კი სულიწმიდის მადლი ქიროტონიის (ხელთდასხმის) საიდუმლოში გარდამოდის მათ მემკვიდრეებზე. მაშინ მოციქულები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, ყოველ შემთხვევაში, ხალხს მათი ესმოდა, ახლა კი მსოფლოს ყელა ენზე იქადაგება სახარება მთი მემკვიდრეეების მიერ, და ნებისმიერ ადამიანს, თუკი სურვილი აქვს, მშობლიურ ენაზე შეუძლია მოისმინოს კეთილი უწყება.

ისტორიიდან ვიცით, რომ უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს არამეულ ენაზე ელაპარაკებოდა, მაგრამ ქრისტიანთა უკვე პირველმა თაობამ, დაბადებით ებრაელმა, მათ შორის იყვნენ მოციქულებიც, ვის შესახებაც დღეს ვსაუბრობთ, გადაწყვიტა, ხალხებისთვის უფალ იესო ქრისტეს აღდგომა, მისი მოძღვრება დ სიკვდილი ეუწყებინათ არა ებრაულ, არამედ ბერძნულ ენაზე. ბერძნული ენა იმ დროში რომის იმპერის მთავარი ენა იყო. ბერძნულ ენაზე დაიწერა სახარება, ბერძნულად წერდა თავის ეპისტოლეებს პავლე მოციქული, რომელიც საკუთარი თავის შესახებ ამბობდა, რომ იყო ებრაელი ებრაელთაგან, მაგრამ ეპისტოლეების დაწერა ბერძნულ ენაზე გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მათ შორის, წარმართებიც, ზიარებულიყვნენ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს რწმენას.   

როდესაც მოციქულთა მემკვიდრენი ქრისტიანულ სარწმუნებას ავრცელებდნენ, თითოეული ერის მოქცევა იმით იწყებოდა, რომ ბერძნულ ენაზე გადმოცემულ ამ უწყებას უკვე იმ ერების ენებზე თარგმნიდნენ, ვისაც წმინდა სახარებას უქადაგებდნენ.

ჩვენს სლავ წინაპრებს წმინდა წერილი და საღვთისმსახურო წიგნები წმინდა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ გადმოუთარგმნეს, რათა ჩვენს წინაპრებს საკუთარ დიალექტზე შეძლებოდათ უფალ იესო ქრისტეს სახარების მოსმენა.

მერე უკვე, შედარებით უახლოეს პერიოდში, XIX საუკუნეში, როდესაც ადამიანებს არცთუ კარგად ესმოდათ სლავური ენა, ეკლესიამ წმინდა წერილის რუსულ ენაზე გადმოთარგმნის შრომა იტვირთა. სწორედ ამ სინოდალურ თარგმანში ვკითხულობთ ჩვენ დღეს წმინდა წერილს.

თუმცა სულიწმიდის მოქმედება ხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ ენაზე ლაპარაკობს ადამიანი. სულიწმიდის მოქმედებები და სასწაულები, რომელთა მოწმენიც და მონაწილენიც ქრისტეს ეკლესიაში ვხდებით, ადამიანის ენასა და ცნობიერებას აღემატება.

როდესაც ევქარისტიაზე ვიკრიბებით, ღმერთს ვწირავთ ადამიანის ხელებით გამომცხვარ პურს და ღვინოს – ასევე ადამიანის შრომის ნაყოფს. მაგრამ მღვდელთმთავრის, მღვდლების, დიაკვნებისა და ყველა მორწმუნის ლოცვით, ვინც ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, სულიწმიდის მოქმედებით პური და ღვინო ყოველთვის გარდაიქმნება, გარდაისახება და გარდაარსდება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად. სულიწმიდის მოქმედებითვე ვიღებთ ჩვენს შიგნით უფალ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, და სულიერად ვნახლდებით და ვღორძინდებით, რამეთუ თავად ღმერთი შემოდის ჩვენს სხეულში: მისი სისხლი იწყებს ჩვენს ძარღვებში ჩქეფვას, მისი სხული კი ჩვენი ხორცი ხდება. სულიწმიდის მოქმედებით უფალ იესო ქრისტეს ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც ვუერთდებით, მთლი ჩვენი კაცობრივი ბუნებით.

როდესაც მღვდელთმთავარი ხელდადების საიდუმლოს აღასრულებს – ერისკაცს ადგენს მედავითნედ და შემდეგ იპოდიაკვნად, მერე კი დიაკვნად, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანის თითოეული აყვანა ერთი ხარისხიდან მეორეში, სულიწმიდის მოქმედებით ხდება. მღვდელთმთავარი ისეთივე მიწიერი კაცია, როგორიც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ როცა ის გამოსარჩევ პირს ხელს ადებს, ეს ნიშნავს, რომ მას გადასცემს არა საკუთარ ძალას, ხელოვნებას ან ცოდნას, არამედ სულიწმიდის მადლს. დიაკვნის სამღვდელო ხარისხში აყვანისას, მღვდელთმთავარი კვლავს ასხამს მას ხელებს, და კვლავ საღვთო მადლი, რომელიც „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია“, გარდამოდის ადამიანზე, წინასწარმეტყველებს, ანუ გამოჰყავს იგი ახალ მსახურებაზე და ისიც, სულიწმიდის მადლით მსახურების შესრულების შემძლებელი ხდება, რაც მის ჩეულებრივ ადამიანურ ძალებს აღემატება.

ხოლო თუკი ეკლესია ამა თუ იმ მღვდელთმსახურს საეპისკოპოსო მსახურებისთვის გამოირჩევს, მაშინ აქ უკვე რამდენიმე მღვდელთმთავარი იკრიბება, რათა კრებსითად ადიდონ უფალი, და ერთად მოიხმონ სულიწმიდა, რადგან ამ მოხმობის გზით ახლად არჩეულმა ეპისკოპოსმა განსაკუთრებული სამოცქულო მადლი მიიღოს. ეს მადლი პირდაპირი მემკვიდრეობით უფალ იესო ქრისტესგან და მისი წმინდა მოციქულებისგან თაობიდან თაობას გადაეცემა და განისვენებს მოციქულთა ახლანდელ მემკვიდრეებზე, და ასე გაგრძელდება მათ შემდგომ მემკვიდრეებზეც საუკუნეთა აღსასრულამდე.

მღვდელთმთავარს საშუალება აქვს, ნახოს სულიწმიდის გარდამოსვლის სასწაული, რაც თითქმის ყოველდღე აღესრულება. სული წმიდა გარდააქცევს პურსა დაა ხორცს ქრისტეს ხორცად და სისხლად, უსწავლელ მეთევზურებს მაცხოვრის კადნიერ მოციქულებად გარდაქმნის, უძლურ ადამიანებს იმის უნარს აძლევს, რომ მოციქულების მემკვიდრენი გახდნენ, ღვთის სიტყვა დაუბრკოლებლად იქადაგონ, ქრისტე დამოწმონ და თუ აუცილებელი გახდა, მისთვის სიცოცხლეც კი გაიღონ.

გავიხსენოთ ჩვენი ახალმოწამენი და აღმსარებლები, რომლებიც დევნის უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ, მაგრამ არ შედრკნენ – წავიდნენ ჯვარზე, სიკვდილზე. რა დაეხმარა მათ? უფრო ზუსტად, ვინ დაეხმარა? რა თქმა უნდა, სულიწმიდა ეხმარებოდა მათ უმძიმესი განსაცდელების ჟამს, რათა ამ უსასტიკეში დევნში სულიერი და ფიზიკური ძალები მოეპოებინათ საკუთარ თავში და ბოლომდე ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთგულ მორწმუნეებად დარჩენილიყვნენ.   

წმინდა სულთმოფენობის დღესასწაული ამოწმებს, რომ უფალ იესო ქრისტეს მიერ დაწყებული საქმე – გრძელდება, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა და დაბრკოლებისა, და გრძელდება ის ძალიან წარმატებულად, რადგან ქრისტიანების ყველა თაობაში ეხმარება სულიწმიდა ქრისტიანობის მქადაგებელთ.

წმინდა სულთმოფენობის ამ დღეს მივმართოთ უფალს, რომ გამოგვიგზავნოს სულიწმიდა, რათა სულიწმიდა ნუგეშინისმცემელი მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენში, განგვწმიდოს ყოველგვარი ბიწისგან და ისხნას ჩვენი სულები. ამინ.

ყველას გილოცავთ დღსასწაულს! ყველანი უფალმა დაგიფაროთ!“.

სსკგ კომუნიკაციების სამსახური 

გაზიარება:

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب