მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ჩავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვრის დაკრძალვაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.03.2026. 2026 წლის 21 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტ ბენიამინის მეთსურობით, ჩამოვიდა თბილისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვრის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად.
დელეგაციაში შემადგელობაში ასევე შედიოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და ბელორუსის საეგზარქოსოს ორგანიზაციული სამუშაოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მღვდელი რომან ლარკოვი.
დელეგაციის წევრებმა თაყვანი სცეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეებს მცხეთასა და თბილისში.
დელეგაცია ეწვია წმინდა სამების საკათედრო ტაძარს, სადაც მიტროპოლიტმა ბენიამინმა პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვრის კუბოსთან. დელეგაციის ხელმძღვანელს თანამსახურებდნენ მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026