მოსკოვის საპატრიარქო
ღვთივ აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.03. 2026. 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
* * *
კათოლიკოს-პატრიარქი ილია (ერში – ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი ჩაირიცხა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
1957 წლის 16 აპრილს, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ბერად იქნა აღკვეცილი და ღვთის წინასწარმეტყველ ელიას პატივსაცემად მიიღო სახელი ილია. ხელთდასხმა აღასრულა ღირსმა ზინობიმ (მაჟუგა), შემდგომში თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა. ორი დღის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა იგი ბერდიაკონის ხარისხში აიყვანა თბილისის სიონის მიძინების საკათედრო ტაძარში.
1959 წლის 10 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა ალექსი I-მა ბერდიაკონი ილია მღვდელმონოზვნად აკურთხა.
1960 წელს მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას მიენიჭა თეოლოგიის კანდიდატის ხარისხი ნაშრომისთვის „ათონის ივერონის მონასტრის ისტორია“.
აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სამშობლოში და მღვდელმსახურებისთვის განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1961 წელს იგი აიყვანეს იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს არქიმანდრიტი ილია ხელთდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ქორეპისკოპოსად.
1963 წლიდან 1972 წლამდე ეპისკოპოსი ილია მსახურობდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად, რომელიც იმ დროს ერთადერთი სასულიერო სკოლა იყო მთელს საქართველოში. 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში, ხოლო 1969 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
1977 წლის 23 დეკემბერს იგი გამოირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, ხოლო ერთი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს, მისი ინტრონიზაცია შედგა.
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საწინამძღვრო მსახურებას ეწეოდა უძველესი ივერიის მიწაზე, დაუღალავად ზრუნავდა თავისი სამწყსოს სულიერ ზრდაზე, უძველესი სიწმინდეებიის აღდგენაზე, ახალი ტაძრების მშენებლობაზე და მართლმადიდებლური განათლების განვითარებაზე. მისმა დაუღალავმა ძალისხმევამ მას დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ისე მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არაერთხელ მონაწილეობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებებში და არაერთხელ სტუმრობდა მოსკოვის საპატრიარქოს, მათ შორის 1988 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში რუსეთის ნათლობის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში და 2000 წელს ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის დიდი კურთხევის დღესასწაულში.
მარადიული ხსოვნა სრულიად საქართველოს ღვთივგანსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს!
27.01.2026
07.01.2026