მოსკოვის საპატრიარქო
ჩიგირინში რეიდერებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყაზანის ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაცის სამსახური, 23.12.2025. 2025 წლის 22 დეკემბერს უკრაინის ჩერკასის ოლქის ქალაქ ჩიგირინში, დაახლოებით შუადღისას, მიტაცებულ იქნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი, რომელიც ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზეა ნაკურთხი. ტაძრის წინამძღვარია ჩიგირინის ოლქის კეთილმოწესე, დეკანოზი ანატოლი პრიკოტენკო.
მორწმუნეების თქმით, დანაშაულის დროს ტაძარში არავინ იყო. თავდამსხმელებმა საკეტები დაამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, თავდასხმას ხელმძღვანელობდა ნაზარი ზასანსკი, რომელიც საკუთარ თავს „მეუ“-ს კაპელანს უწოდებს. ის ჩიგირინში სამხედრო ფორმაში გამოწყობილ დაახლოებით 50 კაციან ჯგუფთან ერთად ჩავიდა.
მანამდე, 2025 წლის 21 თებერვალს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური თემის თანხმობის გარეშე, სამრევლო ხელახლა დაარეგისტრირეს, როგორც სქიზმატური სტრუქტურა ტაძრის მშენებლისა და დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დეპუტატის, ვიქტორ ტიმოშენკოს მონაწილეობით. თუმცა, ჩიგირინში „მეუ“-ს მიმდევრები არ აღმოჩნდნენ, ვინც ტაძრის მიტაცებაში მონაწილეობას მიიღებდნენ, და მხოლოდ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩამოსულმა რეიდერებმა ჩაიდინეს ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
„ყველაზე გასაოცარია ნაზარ ზასანსკის თავხედური ცინიზმი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საყდარი და სამსხვერპლო ცარიელი დახვდა – ქურდი აღშფოთებულია, რომ კედლების გარდა ვერაფერი მოიპარა“, – დააკომენტარეს მორწმუნეებმა ვითარება.
პატრიარქი
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025