მთავარი გვერდი ახალი ამბები
ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრია…

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.09.25. 2025 წლის 17-18 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ყაზახეთში ვიზიტისა და ასტანაში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VIII ყრილობის ფარგლებში, შედგა მისი უწმინდესობის რიგი შეხვედრები სხვადასხვა რელიგიური თემის ლიდერებთან. ამის შესახებ იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

17 სექტემბერს უწმინდესი პატრიარქი კირილე კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსს, არამ I-ს შეხვდა. მეგობრული და ძმური შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და აღნიშნეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პლატფორმაზე ქრისტიანთაშორისი დიალოგისა და რუსეთისა და სომხეთის ეკლესიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს თავმჯდომარეს, ნაურიზბაი კაჟი ტაგანულის. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთსა და ყაზახეთში მართლმადიდებლურ-მუსლიმურ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს რელიგიათაშორისი დიალოგის დადებით როლს მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში.

ამის შემდეგ უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუკურ ფაშაზადეს. საუბრისას, რომელიც მეგობრულ და ნდობის ატმოსფეროში წარიმართა, ორი თემის ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის შემცველი რიგი საკითხები.

იმავე საღამოს შედგა შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის. ორი ეკლესიის წინამძღვრებმა გაცვალეს მოსაზრებები წმინდა მიწაზე ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე, მსოფლიოში მართლმადიდებლური ურთიერთობების მდგომარეობაზე და განიხილეს სხვა საკითხები.

18 სექტემბერს, უწმინდესი მეუფე რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ ჯორჯ ჯეიკობ კუვაკადს შეხვდა; განიხილეს ორი ეკლესიის ურთიერთობის, ასევე რელიგიათაშორისი და ქრისტიანთაშორისი დიალოგის სხვადასხვა ასპექტი. კარდინალმა კუვაკადმა 2025 წლის დასაწყისში რელიგიათაშორისი დიალოგის დიკასტერიის პრეფექტის თანამდებობაზე შეცვალა გარდაცვლილი კარდინალი მიგელ აიუსო გიშოტი.

გაზიარება:
ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

08.08.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა

26.07.2025

წმინდა სინოდმა საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროში რიგი გადაწყვეტილებები მიიღო

25.07.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

24.07.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب