
მოსკოვის საპატრიარქო
TAСС-ში გაიმართა აფრიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.08.2025. 26 აგვისტოს TAСС-ში გაიმართა პრესკონფერენცია სახელწოდებით: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკის ქვეყნებში: მისია და განვითარების გეგმები“. ღონისძიება მიეძღვნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს საქმიანობას და ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ეპარქიების კეთილმოწესეთა მომლოცველობას რუსეთში, რომელიც 21-დან 29 აგვისტომდე იმართება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით.
აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კონტინენტზე ყოფნის გაფართოებაზე, სასულიერო პირებისა და მრევლის რაოდენობის ზრდაზე, ასევე აფრიკის ქვეყნებში მართლმადიდებლური მისიის განსაკუთრებულობაზე და შემდგომი განვითარების გეგმებზე.
შეკრებილებმა უყურეს ვიდეო-რგოლს მადაგასკარის მკვიდრთა ნათლობის შესახებ ინდოეთის ოკეანის წყლებში, რომელიც მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აღასრულა ამ წლის გაზაფხულზე კუნძულზე თავისი სამღვდელთმთავრო მოგზაურობის დროს.
პრეს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ტანზანიის ცენტრალური საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, არქიმანდრიტი ფილარეტი (კიმარო); კენიაში ნანდის საეკლესიო ოლქის კეთილოწესე, მღვდელი ტიტე კიპნგენი; ცენტრალური აფრიკის საეკლესიო ოლქის (ცარ) კეთილმოწესე, მღვდელი სერგიუს ვოემავა; დასავლეთ აფრიკის საეკლესიო ოლქის (კოტ-დ’ივუარი, ბენინი, ტოგო, ბურკინა-ფასო) კეთილმოწესე, მღვდელი პართენი დანსუ; მადაგასკარის სამხრეთ საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, მღვდელი ნიკოლოზ რამარუსუნ ბრუნო, – იტყობინება საპატრიარქოს აფრიკის საეგზრქოსოს საიტი.
სასულიერო პირებმა ისაუბრეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაწევრიანების მიზეზებზე, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე, რომლებიც საპატრიარქოს საეგზარქოსის დაარსების შემდეგ მოხდა, ასევე სამისიონერო, საგანმანათლებლო, კატეხიზატორულ და ჰუმანიტარულ საქმიანობაზე.
მათ ასევე ისაუბრეს რუსეთში თავიანთი ყოფნის შთაბეჭდილებებზე და უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.
ფოტო: TAСС
განყოფილების თავმჯდომარე
02.08.2025
08.05.2025
02.08.2025
08.05.2025