მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი სა…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.06.2025. 25 ივნისს მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა.

სხდომის დღის წესრიგში შედის შემდეგი საკითხები:

ბიოეთიკის საკითხებში სინოდალური კომისიის თავმჯდომარის, პეტერგოფის ეპისკოპოს სილუანეს მოხსენება თემაზე „ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები“;

რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტ ევგენის მოხსენება თემაზე „კლოვერ ლაბორატორიის“ პლატფორმაზე მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლების მასწავლებლების მომზადების შედეგების და „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი კულტურის“ საგანში ისტორიის მასწავლებლების მომზადების პერსპექტივების შესახებ“;

სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარის, ზელენოგრადის მთავარეპისკოპოს საბს მოხსენება თემაზე „ეკლესიის შიდა რეგულირების შესახებ „ჯვრის დაცემის საწინააღმდეგო კანონის“ მოსალოდნელ მიღებასთან დაკავშირებით“.

შეხვედრის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომელშიც მან დღის წესრიგის პირველი პუნქტის თემაზე საკუთარი მოსაზრებები გგამოთქვა: „დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც, თითქოსდა, რეალურად არ არის დაკავშირებულ ტრადიციულ ღვთისმეტყველებასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და რაც წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანისთვის, მისი სულიერი ცხოვრებისთვის. დღის წესრიგში შესული იდეების განხორციელების შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანების მსოფლმხედველობაზე და ეს უკვე ის საკითხია, რომელსაც ეკლესია ყურადღებით უნდა მიუდგეს.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ჩვენი დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას –ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია უკვე ახდენს გავლენას ადამიანისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე და, შესაბამისად, ეკლესიისგან გააზრებულ და პასუხისმგებლურ აზროვნებას მოითხოვს.

უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს უარყვია სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი, როგორც ასეთი; ეს კარგად არის ცნობილი. ჩვენ ინტერესითა და ყურადღებით ვეკიდებით სამეცნიერო აზროვნების ნამდვილ მიღწევებს და ყოველთვის ვცდილობდით, მორალური შეფასება მიგვეცა სამეცნიერო კვლევის გზით გახსნილი შესაძლებლობებისთვის. ეკლესიის ტრადიციისთვის უცხოა ირაციონალური შიში მომავლის წინაშე. თუმცა, საზოგადოებაში, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთელს მსოფლიოში, იზრდება შიშები – რაციონალური თუ ირაციონალური, ეს კიდევ გასარკვევია – მომავლის შესახებ. ამ მხრივ ჩვენ გვმართებს აუცილებლად განვავითაროთ საკუთარი თეოლოგიური კვლევა, ჩამოვაყალიბოთ საღვთისმეტყველო პოზიცია იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ადამიანებს აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაზეც ნამდვილად არის დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი. ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ თემის შესწავლაზე მიმართულ სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას თეოლოგიაში აღნიშნული კვლევის შესაძლო შედეგების გამოყენებით.

აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე: ეკონომიკაზე, სახელმწიფო მმართველობაზე, განათლებაზე, მედიცინაზე, კულტურასა და ყოფით ცხოვრებაზე. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალი ტრანსფორმაციები მასშტაბური იქნება. თუმცა, ჩვენ მოწოდებულნი ვართ დავამოწმოთ, რომ ამ ცვლილებებმა არ უნდა შეარყიოს ადამიანის არსებობის ფუნდამენტური ღირებულებები. რწმენა, სიყვარული, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ოჯახური ღირებულებები – ეს არის საფუძვლები, რომელთა შეცვლა და მით უმეტეს გაუქმება დაუშვებელია ნებისმიერი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციით.

რამდენად შევძლებთ წარუვალი ღირებულებების, ღვთივბოძებული ფასეულობების დაცვას თანამედროვე გავლენის ამ კოლოსალური ზეწოლისგან? მასობრივი ფსიქოლოგიიდან, რომელიც, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა სახის მეცნიერულ ან ფსევდომეცნიერულ იდეებს ეყრდნობა და ყველაფერს ამას, ჩვენს ენაზე რომ გამოვთქვათ, ძალიან საშიშ ცოდვილ ცხოვრებისეულ პრაქტიკად გარდაქმნის?

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადამიანთაშორისი და სოციალური კომუნიკაციების შესაძლო დეჰუმანიზაცია. უკვე დღეს ბევრი ადამიანი ირჩევს მანქანასთან კომუნიკაციას ადამიანთან ურთიერთობის ნაცვლად. ეს გასაგებია: მანქანის გამოყენება კომუნიკაციისთვის შეიძლება უფრო ეფექტური, უდავოდ უფრო სწრაფი და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყოს აზრობრივი თვალთახედვით, ვიდრე ადამიანური ურთიერთობა. მაგალითად, ცნობილია, რომ ადამიანები ხელოვნური ინტელექტით ურთიერთობენ, როგორც პირად ფსიქოლოგთან, მას რჩევასა და აზრს ითხოვენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ბუნება და საზოგადოების ბუნება, პირველ რიგში, ადამიანებს შორის კავშირს გულისხმობს. და თუ ეს კავშირი გაწყდება, საზოგადოება დეგრადირდება ან გაქრება. როგორი იქნება სამყარო, რომელშიც იცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ერთმანეთთან ურთიერთობის უნარი და, შესაბამისად, სიყვარულის, პატიებისა და თანაგრძნობის უნარი?

ეს უკვე თეოლოგიური თემაა, რადგან ამ თვისებებისა და ამ ადამიანური შესაძლებლობების გაქრობით კაცობრიობა გადაკვეთს იმ ხაზს, რომლის იქითაც უკვე აღარ იქნება შესაძლებელი კეთილისა და ბოროტის გარჩევა; სწორედ ამ უნარის დაკარგვა ნიშნავს ანტიქრისტეს ეპოქის დაწყებას. როგორ შეიძლება მოვიდეს ანტიქრისტე, ბოროტების ეს განსახიერება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაკარგავენ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარს და ბოროტმოქმედს დიდ ბელადად და წინამძღვრად მიიღებენ. ამიტომ ჩვენ, როგორც ქრისტიანები, დღეს მოწოდებულნი ვართ, გავაცნობიეროთ მოახლოებული საფრთხე და ამ სახიფათო გამოწვევაზე პასუხი თეოლოგიურ ენაზე, ეკლესიის ენაზე ჩამოვაყალიბოთ.

მინდა ისევ და ისევ ვთქვა: ის, რაც გუშინ ილუზორულად, ფანტასტიურად გვეჩვენებოდა, დღეს რეალობად, ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. ეკლესია კი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანისა და საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე, მოწოდებულია, შევიდეს ამ პრობლემატიკაში და ხალხს სწორი, გონივრული, დამაჯერებელი რჩევა მისცეს: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა საზოგადოებრივი გზის სრულიად ახალ პირობებში ადამიანად დარჩეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ეს არის სიტყვები, რომლებიც მინდოდა დღეს მეთქვა თქვენთვის ჩვენი დისკუსიის შესავალში“.

უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც უწმინდესი პატრიარქი ხელმძღვანელობს, შედიან:

მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ეპარქიების სამმართველოს ხელმძღვანელი, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე;

მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი;

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი;

მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე, ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობის საბჭოს თავმჯდომარე, კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი;

მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე;

კაზაკებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე;

ფიზიკური კულტურისა და სპორტის საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე, მურმანსკისა და მონჩეგორის მიტროპოლიტი მიტროფანე;

კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე, სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ტიხონი;

რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი;

მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის მთავარეპისკოპოსი თომა;

სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, ზელენოგრადის მთავარეპისკოპოსი საბა;

ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე;

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი;

ეკლესიის ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დეკანოზი მიხეილ პოტოკინი;

ციხის მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კირილე მარკოვსკი;

საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა;

მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, იღუმენია ქსენია (ჩერნეგა).

სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან: ბალაშიხისა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი, მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი; პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე, ბიოეთიკის სინოდალური კომისიის თავმჯდომარე; დეკანოზი ალექსანდრე აბრამოვი, ბიოეთიკის სინოდალური კომისიის მდივანი; დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე; ა.ვ. შჩიპკოვი, საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ვ.ვ. ყიფშიძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას

25.06.2025

მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს სამძიმარი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დამასკოში, წინასწარმეტყველ ელიას ტაძარში, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

22.06.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სააღდგომო მიღებაში

20.05.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب