
მოსკოვის საპატრიარქო
იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისა დამყარებისა და ეკლესიის ერთობის აღდგენისაკენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.06.2025. 9 ივნისს, სულიწმიდის დღეს, რომელიც იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის მთავარ დღესასწაულად აღინიშნება, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ მისიის სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
დამსწრეთა მიმართ თავის სიტყვაში პატრიარქმა თეოფილემ ისურვა, რომ სულიწმიდა დაეხმაროს პოლიტიკურ ლიდერებს მიმდინარე ძალადობის შეჩერებაში და მშვიდობისა და თანხმობის მიღწევაში, – წერს მჟკ Orthodoxia News Agency-ზე დაყრდნობით.
სულიწმიდის დღესასწაული სიმბოლურად გამოხატავს იმ მშვიდობასა და ერთობას, რომელსაც იერუსალიმის ეკლესია პირველი სულთმოფენობის დროიდან დღემდე ინარჩუნებს, – აცხადებს პატრიარქი თეოფილე.
მისმა უნეტარესობამ ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა ღაზასა და უკრაინაში ძალადობის დასრულებისთვის, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულიწმიდა ამყარებს ეკლესიას და მორწმუნეთა ერთობას და ანათლებს ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებთა გონებასა და გულებს.
„ჩვენ ვლოცულობთ რუსეთსა და უკრაინაში ძმებს შორის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის, რათა ამ ქვეყნებს შორის მშვიდობა და შერიგება გამეფდეს, ხოლო ეკლესიის ერთობა აღდგეს“, – განაცხადა პატრიარქმა თეოფილემ.
იერუსალიმის ეკლესია რჩება რწმენის ცოცხალ მოწმედ და მოწოდებულია, ემსახუროს შერიგების საქმეს და ეკლესიის სულიერ მისიას მთელს მსოფლიოში, – შეახსენა დამსწრე საზოგადოებას მისმა უნეტარესობამ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025