მთავარი გვერდი ახალი ამბები
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წ…

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.04.2025. 2025 წლის 22 აპრილს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს შორის.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; უწმინდესი პატრიარქის, კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; სსკგ-ის პროტოკოლის სექტორის გამგე, იღუმენი თეოფანე (ლუკიანოვი); სსკგ-ის მართლმადიდებელთშორისი ურთიერთობების სამდივნოს თანამშრომელი ა.იუ. ხოშევი.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს თან ახლდნენ: ნოვო-სადის მთავარეპისკოპოსი და ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი; სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, რემეზიანის ეპისკოპოსი სტეფანე; კოვილის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ხარიტონი (პავლიცა); სერბეთის პატრიარქის კაბინეტის შეფი, დეკანოზი გიორგი სტოისავლევიჩი; ბელგრადის წმინდა საბას სემინარიის რექტორი, პროტოდიაკონი რადომირ ვრუჩინიჩი; პროტოდიაკონი რადოიცა ჟაგრანი; კოვილის მონასტრის მკვიდრი, ბერდიაკონი იუსტინე (ჟივანიჩი); დიაკონი ივან ვასილიევიჩი; აგრეთვე იპოდიაკონები დ. ნაკიჩი და ვ. ელიჩი.

შეხვედრის დაწყებამდე ორი ეკლესიის წინამძღვრებმა საპატრიარქო რეზიდენციის ჯვრის ტაძარი მოილოცეს. მიესალმა რა მაღალ სტუმარს გულთბილად და ძმური სოლიდარობის გრძნობით, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ხაზგი გაუსვა, რომ რუსეთის ეკლესიას სერბეთის ეკლესიასთან ურთიერთობაში რაიმე ნეგატიურის ოდნავი ჩრდილიც კი არ ჰქონია, არამედ ყოველთვის იყო მათ შორის შენარჩუნებული ურთიერთგაგება, სიყვარული და ძმური ურთიერთდახმარება. „ეს შემთხვევითი არ არის: ჩვენი ხალხები ახლობლები არიან არა მხოლოდ ენით, კულტურითა და ისტორიით, არამედ, ასევე, ჩვენმა ორივე ეკლესიამ ბევრი ტანჯვა განიცადა თავისი ისტორიის მანძილზე, მათ შორის მე-20 საუკუნეში უსამართლო დევნის შედეგად, – განაგრძო მისმა უწმინდესობამ. – საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ისტორიული გამოცდილება და გასული საუკუნის გამოცდილებაც აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს, მათ შორის იმის გაგებაში, თუ როგორი უნდა იყოს დღეს თანამედროვე ადამიანისადმი მიმართული სამწყემსო მისია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ არსებობს დევნა, როგორიც იყო ტოტალიტარული რეჟიმების დროს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საეკლესიო ცხოვრებისა და საერო ცხოვრების კვეთაზე, ასევე წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს. ადამიანების წინაშე ჩნდება ცრუ იდეალები, ცრუ მიზნების დასახვა, რაც უკავშირდება მაღალი დონის კომფორტისა და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას. ამავდროულად, ქრისტიანობასთან დაკავშირებული სულიერი და მორალური ფასეულობები ხშირად მეორე პლანზე გადადის. ამიტომ, ჩვენი მოძმე ეკლესიების ერთობლივი მისიონერული და საღვთისმეტყველო მოღვაწეობა დღეს ძალიან მოთხოვნადია“.

უწმინდესმა მეუფემ უწმინდეს პატრიარქ პორფირეს უფლისაგან შეწევნა უსურვა მის საწინამძღვრო მსახურებაში სერბეთის ეკლესიის, სერბი ხალხისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.

„მოხარული ვარ, რომ ახლა ჩვენ ერთად ვართ მოსკოვში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის სიხარულში, რომელიც არის აღდგომა კაცობრიობისა და თითოეული ჩვენგანის, – თუ გვაქვს რწმენა, სიმდაბლე და ღმერთის იმედი. ყოველთვის არის ცდუნება და პრობლემები, მაგრამ ქრისტეს აღდგომა არის ნამდვილი და უცვლელი ფაქტი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, – ბრძანა საპასუხო სიტყვაში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.

პატრიარქმა პორფირემ ხაზგი გაუსვა, რომ რუსეთისა და სერბეთის ეკლესიებს შორის კეთილი ურთიერთობა კარგი მაგალითია ყველა მართლმადიდებლისთვის. „გმადლობთ სიყვარულისთვის, ღმერთმა ინებოს გქონდეთ მტკიცე ჯანმრთელობა და უფლის შემწეობა თქვენ და თქვენს თანამუშაკებს – ეპისკოპოსებს, მღვდლებს და მთელ რუს მართლმადიდებელ ერს. ქრისტე აღდგა!“ – მიმართა მისმა უწმინდესობამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს.

შემდგომი ძმური საუბრებისას პატრიარქმა კირილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სერბეთის წინამძღვრის მოსკოვში ვიზიტის მნიშვნელობას ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში. „მიმდინარე შეხვედრა უნიკალურია უკვე იმით, რომ ჩვენ ერთად ვადიდებთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს და, ვფიქრობ, ეს გააღრმავებს იმის გაგებას, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებული ხასიათისაა. ეს დაკავშირებულია ისტორიასთან, ჩვენი ხალხების კულტურულ სიახლოვესთან, მაგრამ ასევე საერთო მიზანდასახულობასთან, – აღნიშნა პატრიარქმა კირილემ. – თქვენს უწმინდესობასთან დამყარებული გვაქვს ძმური კავშირი, თუმცა პირადი შეხვედრა და გულახდილი საუბარი ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შემცველია“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა გულითადად მიულოცა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს მოსკოვის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება. „ჩვენი უძველესი სასულიერო სკოლის სამეცნიერო საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოწმობს თქვენი უწმინდესობის მაღალ ავტორიტეტზე, როგორც ღვთისმეტყველზე და საეკლესიო ლიდერზე, – კონსტატაცია მოახდინა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. – მე ვიცი თქვენი გამორჩეული პირადი წვლილის შესახებ თქვენი ქვეყნის სულიერი და რელიგიური განათლების განვითარებაში, თქვენი ღრმა ჩართულობის შესახებ ამ თემატიკაში, ასევე თქვენი სამწყსოს სულიერი განათლების საქმეში თქვენი თავდაუზოგავი ძალისხმევის თაობაზე“.

მან ასევე აღნიშნა უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ორ ეკლესიას შორის სულიერი განათლებისა და სტუდენტთა გაცვლის სფეროში თანამშრომლობის აქტივიზაციისათვის.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა თავისი თანამოსაუბრისადმი ღრმა პატივისცემის გრძნობას, როგორც „ბრძენი წინამძღვრისადმი და როგორც უახლოესი თანამოძმისადმი ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, რადგან ჩვენს ეკლესიებს, ისევე როგორც სხვა ეკლესიებს, აკავშირებს ერთი რწმენა, მაგრამ ამას გარდა, ჩვენ საერთო გვაქვს ისტორიული გზა, კულტურა და, ასევე, შეხედულებები იმაზე, რაც ხდებოდა და ხდება დღეს მსოფლიოში“.

საუბრისას აღინიშნა, რომ ადრე საპატიო დოქტორის ხარისხი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო კადემიებში მიენიჭათ სერბეთის წინამძღვრების ტახტზე პატრიარქ პორფირეს რიგ მარადსახსენებელ წინამორბედებს – პატრიარქებს გაბრიელსა (†1950) და გერმანს (†1991). „ამ საპატიო ხარისხის თქვენთვის მინიჭებაში ვხედავ ამ დიდებული ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც აძლიერებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის“, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

თავის მხრივ, სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მადლობა გადაუხადა საპატიო წოდების მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ამაში ხედავს „სიყვარულის გამოხატულებას ჩვენს ეკლესიებსა და ჩვენს ხალხებს შორის“.

„ღვთისმეტყველება ჩვენთვის – ეს თვით სიცოცხლეა, და მე მიმაჩნია, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის ცხოვრებაში“, – აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი მიმართვაში. – როგორც აღნიშნეთ, თანამედროვე სამყაროში იწყნარებენ არა მხოლოდ სულიერ ფასეულობებს, არამედ უფრო ხშირად – პირდაპირ ანტისახარებისეულს, და ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ ზოგიერთი საღვთისმეტყველო სკოლა ექცევა მსოფლიო აზრისა და გარკვეული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რომელიც, არცთუ იშვიათად, ანტიქრისტიანულია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საღვთისმეტყველო განათლება და ჩვენი სასულიერო სკოლები იყოს ეკლესიის მუდმივი ყურადღების ველში, და რომ ეს არ იყოს უბრალოდ აკადემიური განათლება, რომელიც არ არის დაკავშირებული საეკლესიო ცხოვრებასთან, ღვთისმსახურებასთან. ტყუილად არ ამბობდნენ ძველები: თუ გინდა იყო ღვთისმეტყველი, უნდა ილოცო; თუ ლოცულობ, მაშინ ღვთისმეტყველი ხარ“.

როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, სერბეთის პატრიარქ პორფირესთვის საპატიო ხარისხის მინიჭებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მას პატივს მიაგებს როგორც გამოჩენილ საეკლესიო წინამძღოლს და ღვთისმეტყველს. „თქვენ აერთიანებთ საღვთისმეტყველო შრომას და საეკლესიო მასწავლებლობას პრაქტიკულ სამწყემსო ხელმძღვანელობასთან, თქვენს ეკლესიასა და ხალხზე სულიერ ზრუნვასთან“, – განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

საუბრის პროცესში მხარეები შეეხნენ მართლმადიდებელთაშორისი ერთობისა და ეკლესიათაშორისი ურთიერთობების საკითხებს, ასევე სხვა ორმხრივი ინტერესის თემებს.

შეხვედრის დასასრულს რუსეთისა და სერბეთის ეკლესიების წინამძღვრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო


გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب