
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.04.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს კევინ კარდინალ ფარელს,
რომის კათოლიკური ეკლესიის კამერლენგოს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
განსვენებული პონტიფიკი მეთაურობდა რომის კათოლიკურ ეკლესიას ეპოქალური ცვლილებების პერიოდში (პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს ერთობლივი განცხადება, 7).
მის სახელს უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი. მათი წინამძღვრების პირველი შეხვედრა ისტორიაში, რომელიც 2016 წელს შედგა, ნიშანი გახდა იმისა, რომ ჩვენს ეკლესიებს სურვილი აქვთ, განკურნონ „შორეული და ახლო წარსულის კონფლიქტებით მიყენებული ჭრილობები“ და „ძალისხმევები გააერთიანონ ქრისტეს სახარებისა და პირველი ათასწლეულის ეკლესიის საერთო მემკვიდრეობის დასამოწმებლად“ (ერთობლივი განცხადება 5, 7).
მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მისი უწმინდესობის სწრაფვას, სოლიდარობა გამოევლინა ტანჯულთა და მიუსაფართა მიმართ. იგი გამუდმებით ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეს ხალხს შორის მყოფობაზე ყოველი ღატაკი და დახმარების მსაჭიროებელი ადამიანის სახით. პაპი ყურადღებას ამახვილებდა უსამართლობის, ადამიანური ღირსების შელახვისა და სხვადასხვა სახის დევნის შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც მავანნი ზოგჯერ განზრახ დუმდნენ. ჩვენ მადლიერებით გავიხსენებთ მის განცხადებებს რელიგიური თავისუფლების და, კერძოდ, დევნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად.
ყოვლადმოწყალე უფალმა დაე, მართალთა სავანეებში განუსვენოს თავისი მსახურის სული, რომელიც აღესრულა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, რომელსაც მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ზეიმობდნენ. დაე, უფალმა გარდაცვალოს იგი „სიკვდილიდან სიცოცხლეში“ (იოანე 5:24), მიუტეოს მას ყოველი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და უბოძოს მარადიული ხსოვნა!
გულწრფელი თანაგრძნობით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025