
მოსკოვის საპატრიარქო
ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ გაეროში განაცხადეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.03.2025. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე, რომელიც იმართება ჟენევაში 2025 წლის 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე, ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, ტარტუს ეპისკოპოსმა დანიელმა სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა იმ კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთის კანონში ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.
„ესტონეთის პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონს, რომელიც გვიკრძალავს რაიმე კავშირი გვქონდეს რუსეთის ფედერაციაში არსებულ რელიგიურ ცენტრთან. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვთ კანონიკურ კავშირზე, რადგან ეს ჩვენი რწმენის ნაწილია“, – განაცხადა ეპისკოპოსმა დანიელმა.
მისი თქმით, კანონი შეიცავს დებულებებს, რომლებიც ფაქტობრივად ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პასუხისმგებლობას აკისრებს სხვა ქვეყნის რელიგიური ლიდერების ქმედებებზე, რაც ეწინააღმდეგება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სამართლებრივ პრინციპს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესტონეთის ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, საზოგადოებაში სიძულვილის ჩამოყალიბება და ადამიანის უფლებების დარღვევა“, – აღნიშნა იერარქმა.
ეპისკოპოსმა დანიელმა ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვა დაიწყოს აქტიური მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვაზე საერთაშორისო დონეზე, რათა მიაღწიოს ეფექტურ იურიდიულ და დიპლომატიურ რეაქციას რელიგიური თავისუფლების საფრთხეებზე ამ კანონის მომზადებასთან დაკავშირებით, – იუწყება ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტი.
ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის გამოსვლას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ალიანსმა „ეკლესია ქსენოფობიისა და დისკრიმანაციის წინააღმდეგ“, ასევე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა – Public Advocacy და VSI Zmogaus teisiu apsauga.
ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, კერძოდ მისი დებულებები, რომლებიც ესტონეთის რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს თავისუფლად აირჩიონ და დაამყარონ კანონიკური და ორგანიზაციული კავშირები საზღვარგარეთ რელიგიურ ცენტრებთან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, – განაცხადა ოლეგ დენისოვმა, უფლებადამცველი ორგანიზაცია Public Advocacy-ს ხელმძღვანელმა.
„ეს დებულებები არღვევს რელიგიის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს მორწმუნეთა უფლებას, დამოუკიდებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე აირჩიონ სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის უცხოურ რელიგიურ ცენტრებთან ურთიერთობის მეთოდები და ფორმები. სახელმწიფო ვერ დაუწესებს მორწმუნეებს რელიგიური აღმსარებლობის პარამეტრებსა და პირობებს, ვერ მოსთხოვს ისტორიულად ჩამოყალიბებული კანონიკური კავშირების გაუქმებას“, – განაცხადა უფლებადამცველმა და დასძინა, რომ Public Advocacy მხარს დაუჭერს ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გაეროში, ეუთოში, ევროკავშირის უფლებადამცველ ინსტიტუტებში და სხვა უფლებამოსილ სტრუქტურებში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
20.03.2025
07.01.2025
13.03.2025
07.01.2025