
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს. მილოცვის ტექსტი სრულად მოცემულია ქვემოთ.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანეს,
ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არჩეულ მთავარეპისკოპოსს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საწინამძღვრო ტახტზე ღირსეულად არჩევასთან დაკავშირებით.
ღვთისადმი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სახით მაღალ საეკლესიო სასანთლეზე დადგენილია ერთგული მოწაფე და უახლოესი თანამოღვაწე მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში ღრმად პატივცემული აწ გარდაცვლილი ნეტარი მთავარეპისკოპოსის ანასტასისა, რამეთუ ღირს-იქმენით მასთან ერთად ყოფილიყავით თანაშემოქმედი და მოწმე წმინდა მართლმადიდებლობის აღდგომისა უძველესი ალბანეთის მიწაზე. ნიშანდობლივია, რომ მისი უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ სწორედ თქვენს სიწმინდეს ხვდა წილად გაეგრძელებინა მისი საწინამძღვრო ღვაწლი, თქვენ მიერ დაგროვილი აღმსარებლობითი, ღვთისმეტყველებითი და მღვდელთმთავრული გამოცდილების გამოყენებით დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა (ეფეს. 4:12).
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კარგად ახსოვხართ და უყვარხართ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 2013 თქვენ ეწვიეთ მის საზღვრებს რუსეთის ნათლობის 1025 წლისთავის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. თქვენს არჩევასთან ვუკავშრებთ ჩვენ იმედს იმისას, რომ ალბანეთის უწმინდესი ეკლესია ისევე, როგორც ადრე, ურყევად დადგება მტკიცე კანონიკურ პოზიციებზე, გააგრძელებს უკრაინაში დევნილი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხარდაჭერას, ჩვენი მოძმე ადგილობრივი ეკლესიები კი ერთობლივად იზრუნებენ დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისაითა (ეფეს. 4:3). გარწმუნებთ ჩვენს ლოცვებსა და გულწრფელ მხარდაჭერაში.
გისურვებთ თქვენ, ძვირფასო მეუფევ, ღვთის ყოვლისშემძლე შეწევნას თქვენ წინაშე გახსნილ რთულ საწინამძღვრო მსახურების ასპარეზზე, ყოველთა წმინდანთა ალბანეთის მიწაზე გაბრწყინებულთა ზეციურ მფარველობას, მშვიდობას, ჯანმრთელობას, ხსნას და ყველაფერში წარმატებებს მრავალი წელი!
უფალში მოკძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
13.03.2025
07.01.2025