მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.12.2024. 2024 წლის 12 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-ს შორის.
უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ ანტიოქიის საპატრიარქოს წინამძღვარს ამცნო, რომ ლოცულობს მისი უნეტარესობისთვის და მთელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელიც ახლა მძიმე გამოცდებს გადის. „თქვენო უნეტარესობავ, რუსი ხალხი ახლოსაა თქვენს ხალხთან, და ჩვენი ეკლესია – თქვენს ეკლესიასთან. მინდა გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი იმედი იმისა, რომ დროებითი სირთულეები გაივლის და მშვიდობა და სამართლიანობა იქნება თქვენთან და თქვენს ხალხთან. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შემდგომშიც გავაგრძელოთ ყველა შესაძლო დახმარება ანტიოქიის წმინდა ეკლესიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ეკლესიებმა განაგრძონ ის მჭიდრო კონტაქტები, რაც ჩვენ შორის დამყარდა“, - განაცხადა უწმინდესმა პატრიარქმა.
უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ თანამოსაუბრეს გააცნო სირიის სხვადასხვა კუთხეში არსებული მდგომარეობა, ანტიოქიის ეკლესიის ამჟამინდელი ცხოვრების ვითარება და მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას ლოცვებისთვის, მზრუნველობისა და თანადგომისთვის, და გაუზიარა მომავალში ახალი შეხვედრების იმედი.
ძმური სიყვარულის ატმოსფეროში მიმდინარე საუბრისას, ეკლესიის მეთურები ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა საკითხებსაც შეეხნენ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024