მთავარი გვერდი ახალი ამბები
სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: ჩვენ ვგმობთ კიევის …

სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: ჩვენ ვგმობთ კიევის ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.08.2024. 21 აგვისტოს სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ (იერუსალიმის საპატრიარქო) განცხადება გააკეთა 2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ კანონპროექტის – „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“ – მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია:

ცდილობს რა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას, უკრაინის პარლამენტმა მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება მის მიმართ, თითქოს ის უკრაინისთვის უცხო და მტრული წარმონაქმნი ყოფილიყოს; ბრალდება კი რუსეთის ეკლესიასთან მის კავშირში მდგომარეობს. ამ სიტყვებით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დაგმობა, პროტესტი და უარყოფა უკრაინის პარლამენტის მიერ დასავლეთის ზეწოლით ჩადენილი თვითნებობისა ძველი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც არის პირველი და უძველესი უკრაინაში – მოძმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მეთაურობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ონოფრე, რომელმაც ორი დღის წინ აღნიშნა უკრაინის მიტროპოლიტად თავისი დადგინების ათი წლისთავი.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და ვგმობთ კიევის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ ჩარევას და ზეწოლას მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით, ასევე საეჭვო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ალტერნატიული მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებისკენ, ზელენსკისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი დასავლური დღის წესრიგისა და პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ ვგმობთ კიევის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩარევას საეკლესიო საქმეებში: არც პარლამენტს და არც უკრაინის პრეზიდენტს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ რომელი ეკლესიაა კანონიკური და ლეგიტიმური, და რომელი –არაკანონიკური და არალეგიტიმური, რადგან ეს საეკლესიო საკითხია და ჩვენ არ ვიწყნარებთ პოლიტიკოსების ჩარევას, რომლებიც თავიანთი დღის წესრიგისა და პოლიტიკის თავზე მოხვევას ცდილობენ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს დევნის უპრეცედენტო კამპანია: იდევნებიან ეპისკოპოსები, აპატიმრებენ მღვდლებს, ართმევენ ტაძრებს. ეს ყველაფერი უკრაინის პარლამენტში გუშინ მიღებული სამწუხარო გადაწყვეტილების წინასწარი სამზადისი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აკრძალულ წარმონაქმნად გამოცხადდა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხოლოდ ამ ეკლესიას ვაღიარებთ, რადგან ის არის უკრაინაში ლეგიტიმური ეკლესია და არ ვაღიარებთ დასავლეთის მიერ საკუთარი მიზნებისა და დღის წესრიგის გათვალისწინებით შექმნილ სხვა წარმონაქმნებს. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა აღიარებს ოფიციალურ, კანონიკურ და ლეგიტიმურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მეუფე ონოფრე მეთაურობს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ეკლესია, დაემორჩილა დასავლურ მოთხოვნებსა და ზეწოლას, რამაც მიგვიყვანა დღევანდელი განხეთქილებისა და განყოფის მდგომარეობამდე, რაც უპრეცედენტოა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.

მოვუწოდებთ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და დაგმონ მის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია გაემიჯნოს დღეს და არა ხვალ, ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც არის უხეში ჩარევა საეკლესიო საქმეებში და მიზანმიმართული მცდელობა, გააუქმონ უძველესი, ათას წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ეკლესია უკრაინაში.

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ყველა ქრისტიანული ეკლესია, ასევე, უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები გამოთქვამენ უთანხმოებას უკრაინის პარლამენტის ამ უსამართლო გადაწყვეტილებასთან, რომელიც პოლიტიკური ხასიათისაა და ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული უკრაინაში ღრმა ისტორიული ფესვების მქონე უძველესი ეკლესიის შანტაჟის მიზნით.

ვიმყოფებით რა იერუსალიმში, ჩვენ ვლოცულობთ ღაზაში ომის შეწყვეტისთვის და ამ მტკივნეული და სამწუხარო სისხლისღვრის დასრულებისთვის, იმავდროულად ვლოცულობთ უკრაინისა და მისი მშვიდობისთვის, მისი ხალხისთვის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. რომელიც დასავლეთის ზეწოლითა და მოთხოვნით დევნის ობიექტი გახდა კიევის ხელისუფლების მხრიდან.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაცხადა, რომ იგი დამოუკიდებელი ეკლესიაა და არ ექვემდებარება არანაირ გარე ორგანიზაციას. მასთან მიმართებით არ შეიძლება ისეთი არაადამიანური და უკულტურო მეთოდებით მოქცევა, როგორებიცაა ეპისკოპოსების, კლირისა და მრევლის დევნა, საეკლესიო ქონებისა და ტაძრების მიტაცება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა მთელი ეკლესიის დევნაა, რადგან როცა ერთი ასო იტანჯება, ამით მთელი სხეული იტანჯება.

თითოეული თავისუფალი ადამიანი, ვინც ადამიანური, მორალური და კულტურული ღირებულებების მატარებელია, ვალდებულია, დაგმოს ეს ქმედებები, რამეთუ ისინი სხვა არაფერია, თუ არა ძველი ეკლესიის ბლოკადა, ასევე რელიგიური მიკუთვნებულობის თავისუფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა. სად არის სამართლებრივი სისტემის რეაქცია დევნაზე, რომელსაც უკრაინის უმსხვილესი და უძველესი ქრისტიანული ეკლესია განიცდის? რატომ არის თანამდებობის ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებზე პასუხად დუმილი? ჩვენ იმედი გვაქვს გლობალური უფლებადამცველი და საეკლესიო მოძრაობებისა, რომლებიც დაგმობენ ამ განუკითხაობას, და ჩვენ ვლოცულობთ წმინდა საფლავის წინაშე აღდგომის ტაძარში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ონოფრესთვის, დევნილი და ტანჯული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი საეკლესიო დასისა და მრევლისთვის.

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب