მოსკოვის საპატრიარქო
ბულგარეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონში, ღვთისმსახურება განახლდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.11.2023. 2023 წლის 10 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქში კვლავ გაიღო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კარი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონს და ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსის წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს (სობოლევი) წმინდა ნაწილების განსასვენებელს.
დიდი ხნის ნანატრი მოვლენის მონაწილენი და მოწმენი გახდნენ სოფიაში მცხოვრები მრავალი მორწმუნე, ასევე რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ე.ვ. მიტროფანოვა და საელჩოს თანამშრომლები, მეტოქიონის ახალი წინამძღვარი დეკანოზი ვლადიმერ ტიშჩუკი და რიგი სასულიერო პირები – დეკანოზი დიმიტრი ტუხჩიევი, დეკანოზი ალექსი მაკსიმენიუკი, მღვდელი სერაფიმე ჟელევი და დიაკონი ალექსანდრე მოროზოვი.
დეკანოზმა ვლადიმერმა დამსწრეთა მიმართ მისასალმებელი სიტყვში, კერძოდ, თქვა: „დღეს სიხარულმა შეგვკრიბა ამ ეკლესიის თაღებქვეშ: ათასობით ადამიანს კვლავ შეეძლება აქ მოსვლა და გაძლიერებულს წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელისა და წმიდა სერაფიმე ბოგუჩარელის წინამძღოლობით, საკუთარი ლოცვების აღვლენა მაცხოვრისა და მის ყოვლადწმიდა მშობლისადმი და გულით შეხება ღვთისმშობლის მადლის ამოუწურავ წყაროსთან“.
დიდი რაოდენობით შეკრებილი მრევლის წინაშე სასულიერო პირებმა ბულგარეთის დედაქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სამადლობელი პარაკლისი აღასრულეს.
შემდეგ პარაკლისი აღასრულეს, ასევე, სოფიის საკვირველთმოქმედის, ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსის, წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს საფლავზე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024