მოსკოვის საპატრიარქო
ანტიოქიის საპატრიარქომ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.26.2023. სოლიდარობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან, მათ შორის, „რელიგიური დევნის უსამართლობის გამო“, გამოხატა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა. 25 აპრილს ბალამანდში (ლიბანი) შედგა საგანგებო სხდომა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის თავმჯდომარეობით.
სინოდის წევრებმა მიმართეს „მსოფლიო ლიდერებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ ეკლესიის შვილებისა და მისი ლიდერების მიერ განცდილი ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დისკრიმინაციასა და დარღვევას, რაც კიევის ლავრიდან მათ განდევნამდე მივიდა, რომელიც მათივე აღდგენილია დანგრევის შემდეგ“. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო და საგანმანათლებლო განყოფილება სოციალურ ქსელში ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით.
ასევე, ანტიოქიის წმინდა სინოდის სხდომის მონაწილეებმა „ლოცვები აღავლინეს მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის – შეჰვედრეს აღდგომილ უფალს, თავისი ეკლესიის ერთობის დაცვა განხეთქილებისგან“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024