მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს

სააღდგომო ეპისტოლე

მღვდელთმთავრებს, მღვდლებს, დიაკვნებს, სამონაზვნო დასს

და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს

 

უფლისმიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო,

ყოვლადპატიოსანო მღვდელნო და დიაკონნო, ღვთივსაყვარელნო ბერმონაზონნო,

ძვირფასო ძმანო და დანო!

თქვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მცხოვრებთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლებიც იმყოფებით ტაძრებში და ლოცულობთ სახლში, მოგმართავთ ამჟამად, რათა სულიერი სიხარულით აღვსილი გულით მოგილოცოთ წმინდა აღდგომის დიდი დღესასწაული და, ძველი ტრადიციის თანახმად, გამარჯვებით შემოვძახო:

ქრისტე აღდგა!

ორი ათასწლეულის განმავლობაში სწორედ ამ სიტყვებით საზეიმოდ ახარებს წმინდა ეკლესია ადამიანებს ღვთისგან ბოძებული გამოხსნის კეთილ უწყებას. მათშია ჩვენი რწმენის ცეცხლი, სიყვარულის ძალა, სასოების საფუძველი, ეკლესიის ქვაკუთხედი, სამყაროსადმი ახალი აღთქმის გზავნილის ცენტრი, განმანათლებლობის უცვლელი შუქი და შთაგონების წყარო, ქრისტიანული ცხოვრების გულისგული და მთელი ჩვენი მომავალი.

რაც არ უნდა მოხდეს ცვალებად, ხშირად მშფოთვარე და წინააღმდეგობრივ სამყაროში, რა სირთულეებიც და განსაცდელებიც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ ვიცით, გვწამს და ვქადაგებთ: მაცხოვრის აღდგომის შესახებ საპასექო სიხარული რჩება უცვლელი და ყოვლისმძლეველი.

რა არის ამ ქრისტიანული დღესასწაულის მთავარი აზრი? რატომ და რისთვის გარდამოხდა ძე ღვთისა დედამიწაზე, მიიღო მონის ხატი (ფილიპ. 2:7), დაითმინა ვნებები, ეცვა ჯვარს და აღდგა? და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანებმა, რომ ჭეშმარიტად გავხდეთ ქრისტეს მიერ სიკვდილზე მოპოვებული გამარჯვების თანაზიარნი და მემკვიდრენი?

ამ კითხვებზე პასუხებს ეკლესია გვაძლევს. იგი მოწმობს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან ხორცშესხმულმა ძე ღვთისამ ჯოჯოხეთი წარმოსტყვენა, ადამ გამოიხსნა, წყევა დახსნა, ევა გაანთავისუფლა, სიკვდილი მოკლა, და ჩვენ განგვაცხოველა (აღდგომის მომიხსენენი, ღვთისმშობლისა, ხმა 2). ჭეშმარიტად, უფალი განგვაცხოველებს ჩვენ თავისი სიყვარულით, გვაშორებს სიკვდილისა და ხრწნის შიშს, კურნავს ჩვენს სულიერ და ხორციელ უძლურებებს, გვეხმარება სიძნელეებსა და განსაცდელებში, გვანუგეშებს მწუხარებებში, გვეხმარება მივყვეთ მაცხოვნებელ გზას, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში შეგვიყვანს, როცა აღხოცავს ღმერთი ყოველგვარ ცრემლს ადამიანთა თვალთაგან, და აღარ იქნება სიკუდილი; არცა გლოვა, არცა ღაღადება, არცა ტკივილი ღარ იქნება (გამოცხ. 21:4).

გამოსყიდვის ღვაწლის აღსრულების შემდეგ, უფალმა, ჯვარზე გაღებული მსხვერპლით და დიდებული აღდგომით, ყველას გაუღო სამოთხის კარი. მას შემდეგ დღემდე, თითოეულ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, მთელი სულით აღიქვას ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და მხსნელად, რომელიც გვიგზავნის მადლმოსილ ძალას მართალი ცხოვრებისა და სამყაროს გარდაქმნაში აქტიური მონაწილეობისთვის.

წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი, გასული საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველი, აღდგომაზე ფიქრით წერდა: „ქრისტე აღდგა, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ქრისტე აღდგა, რაც ნიშნავს, რომ სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია. ქრისტე აღდგა, რაც ნიშნავს, რომ ქრისტიანთა ყველა იმედი გამართლებულია. ქრისტე აღდგა, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა სირთულე დაძლეულია“ („ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე“). და ეს აღდგომის სიხარული, ღმერთთან ზიარების სიხარული დადასტურებული განახლებული ცხოვრებით (რომ. 6:4) სიკეთისა და სამართლიანობის საფუძველზე, შთაგვაგონებს სიყვარულისა და მოწყალობის საქმეებს, გვეხმარება უბედურებათა გამკლავებაში, გვანუგეშებს განსაცდელებში, იმედს აძლევს სასოწარკვეთილებაში მყოფთ, აძლიერებს სულმოკლეთ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩვენი განსაკუთრებული ლოცვები ღვთისადმი მიმართულია ომის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, არ შეგვიძლია გულგრილნი დავრჩეთ ჩვენი და-ძმების უბედურებასა და გაჭირვებასთან მიმართებით, რომელთა გულებიც საშინაო კონფლიქტის ცეცხლით არის დამწვარი, ამიტომ ჩვენ აღვუვლენთ უფალს საგანგებო ვედრებას, რომ მან თავისი წყალობითა და სიკეთით განკურნოს ხორციელი და, უფრო კი, სულიერი ჭრილობები, ანუგეშოს ყველა მწუხარე და მიანიჭოს ძმურ ხალხებს, რომლებიც დნეპრის ერთი ნათლობის ემბაზიდან არიან გამოსულნი, მყარი და სამართლიანი მშვიდობა.

როგორც მაცხოვრის მიწიერი გზა იყო სავსე შრომითა და ადამიანებისადმი მსხვერპლშეწირული სიყვარულით, ასევე ჩვენც მოწოდებულნი ვართ ვემსგავსოთ მას მოყვასისადმი მსახურებაში, რამეთუ ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი სათნოება, საკუთარი ეგოიზმის დაძლევა სხვა ადამიანის სასიკეთოდ, ღმერთთან – ცხოვრებისა და უკვდავების წყაროსთან – გვაახლოებს და, შესაბამისად, გვაბედნიერებს.

მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა, რომელიც საკუთარი უტყუარი აღთქმისაებრ თავის მიმდევრებთან მყოფობს ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულდმდე სოფლისა (მთ. 28:20), დაე ღირს-გვყოს ჩვენ, ცოდვილნი და უძლურნი, მაგრამ სიმართლის მწყურვალნი და ხსნის მაძიებელნი, რომ მიწიერი გზის დასასრულს დავიმკვიდროთ ნეტარი ცხოვრება ზეციურ სავანეებში, რომლებიც განმზადებულია დასაბამითგან სოფლისა (მთ. 25:34), წმინდანებთან ერთად და მის მარადიულ დიდებაში ვიმეფოთ (წმ. ამბროსი მედიოლანელი. საგალობელი ჰიმნი „შენ, უფალს, გადიდებთ“). სიყვარულის მომავალი სასუფევლის მოლოდინის ამ სიხარულის შესახებ, როდესაც ღმერთი იქნება ყოვლად ყოველსა შინა (1 კორ. 15:28), ეკლესია ყოველთვის ქადაგებს, განსაკუთრებით, აღდგომის ბრწყინვალე დღეებში.

შევისმინოთ ეკლესიის მაცხოვნებელი ხმა, რომელიც პავლე მოციქულის პირით მოგვიწოდებს, ვიდღესასწაულოთ პასექი არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა (1 კორ. 5:8). შევისმინოთ და ვეცადოთ ვიცხოვროთ ღვთაებრივი მცნებებით, სახარებისეული სიმართლითა და კეთილი საქმეებით, მთელი ჩვენი ცხოვრებით დავამოწმოთ ახლობლებისა თუ შორებლების წინაშე, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა, და რომ მას ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

   

ქრისტეს აღდგომა

  • 2023 წელი

 

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب