
მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი უსამართლობას, ძალადობასა და დევნას განიცდიან, – აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.04.2023. „დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ აღდგომილი უფლის მიმართ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი სასულიერო პირებისა და ერისკაცებისთვის, რომლებიც უსამართლობას, ძალადობასა და დევნას განიცდიან“, – ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში, რომლითაც სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ სერბეთის საპატრიარქოს იერარქებთან ერთად მორწმუნეებს მიმართა.
„ძვირფასო ძმებო და დებო, როცა ვიტანჯებით და როცა ვხარობთ, არ უნდა დავავიწყოთ, რომ საბოლოო პასუხი და ცხოვრების გასაღები ყოველთვის ქრისტეს სიტყვებშია: ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა (ინ. 16:33). ამიტომ ანგელოზებთან ერთად ვიგალობოთ გამარჯვების საგალობელი: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“, – ხაზგასმულია წერილში.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატმა სამწყსოს მოუწოდა ილოცონ „უკრაინაში მშვიდობისთვის, ტანჯვისა და კონფლიქტების შეწყვეტისთვის“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.05.2023
27.04.2023
16.03.2023
18.05.2023
27.04.2023
16.04.2023
16.03.2023