მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოში საერთაშორისო უფლებად…

რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოში საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდეს, გამოვიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დასაცავად

 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.03.2023. 13 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა საერთაშორისო უფლებადამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს მოწოდებით მიმართეს, „აღკვეთონ უკრაინის ხელისუფლების თვითნებობა და არ დაუშვან რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდის, რუსის სახელმწიფოს უძველესი მონასტრის – კიევ-პეჩერის ლავრის განადგურება“.

მიმართვის მიზეზი გახდა უკრაინის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციის – „ნაციონალური ნაკრძალი „კიევ-პეჩერსკაია ლავრა“ – ქმედებები: მისმა ხელმძღვანელობამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაზვნებისგან მოითხოვა ლავრის ტერიტორიის დატოვება 2023 წლის 29 მარტამდე. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა თითქოსდა სამონასტრო კომპლექსით უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გახდა, თუმცა ნაკრძალი მსგავსი დარღვევების კონკრეტულ მაგალითებს დოკუმენტურად არ ასაჯაროებს.

„მრავალი საუკუნის მანძილზე კიევ-პეჩერის ლავრა იყო არა მხოლოდ სულიერი თავშესაფარი მილიონობით მორწმუნისთვის, არამედ ასევე სამი მოძმე მართლმადიდებელი ხალხის: რუსის, უკრაინელისა და ბელარუსის ერთიანობის სიმბოლო“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა საბჭოში გაჟღერებულ მიმართვაში. რუსმა უფლებადამცველებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს, რომ კიევ-პეჩერის ლავრა XI საუკუნეში დააარსეს ბერებმა ანტონიმ და თეოდოსიმ, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. კომპლექსის ტერიტორიაზე განისვენებს რუსეთის ეკლესიაში განდიდებული 100-ზე მეტი მოღვაწე. მათ შორისაა რუსული ეპოსის გმირის ილია მურომეცისა და ბერი ნესტორ ჟამთააღმწერლის პატიოსანი ნეშტები, რომელიც პირველი რუსული წერილობითი ქრონიკის „გასული წლების ზღაპრის“ ავტორად ითვლება.

„აშკარაა, რომ ლავრის ბერების დევნა უკრაინის უმსხვილესი რელიგიური ორგანიზაციის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურების პროცესის და მილიონობით მისი მრევლისთვის თავის ეკლესიაში ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობის ჩამორთმევის მხოლოდ ნაწილია“, – ხაზგასმულია მიმართვაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს პროცესი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მთავრობას დაავალა, უმაღლესი რადაში განსახილველად შეეტანა კანონპროექტი „რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე“. გარდა ამისა, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ჩაეტარებინა „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის დებულების რელიგიური ექსპერტიზა მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის შესახებ“ და, საჭიროების შემთხვევაში „კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება“.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ხელისუფლება „დიდი ხანია ცინიკური გულგრილობით აკვირდება თუ როგორ უწყობენ ხელს ადგილობრივი ლიდერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ექსტრემისტული და ნაციონალ-რადიკალური აქტივისტების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცებას“ და ადგილობრივ დონეზე მისი სამრევლოების საქმიანობის აკრძალვას. „ახლა კი საქმე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებისა და ბერმონაზვნების განდევნამდე მივიდა მათი მთავარი სიწმინდიდადნ – თითქმის ათასი წლის ისტორიის მქონე მონასტრიდან, კიევ-პეჩერის ლავრიდან“, – ხაზს უსვამენ თავიანთ მიმართვაში ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრები.

მათ ასევე შეახსენეს, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მიმართა გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს ანტონიო გუტერიშს და ჰელგა მარია შმიდს, რომის პაპ ფრანცისკეს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რელიგიურ ლიდერებს მოწოდებით, „გამოიყენონ ყველა შესაძლო ძალისხმევა მონასტრის იძულებით დახურვის თავიდან ასაცილებლად, რაც გამოიწვევს უკრაინის კონსტიტუციით გარანტირებული მილიონობით უკრაინელი მორწმუნის რელიგიური უფლებების დარღვევას, ასევე ისეთი დოკუმენტებით გარანტირებული უფლებებისას, როგორებიცაა როგორიცაა გაეროს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ყველა ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაცია და სხვა მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის აქტი“.

„მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას გამოვიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დასაცავად და აღკვეთონ უმე-ის მღვდლების გაძევება კიევ-პეჩერის ლავრიდან“, – ხაზს უსვამენ თავის მხრივ უფლებადამცველები. – ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის სულიერი ლიდერები უყურადღებოდ არ დატოვებენ უკრაინაში შექმნილ რელიგიურ საფრთხეს და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმე-ის მრევლის თავისუფალი აღმსარებლობის უფლება ხელშეუხებელი დარჩეს მათ სავანეში“.

 

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب