მოსკოვის საპატრიარქო
დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.24.2023. 23 იანვარს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიაში თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლიბანის ქალაქ ზაჰლეს ეწვია.
ამ ქალაქში, მისი მკვიდრის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის ინიციატივით, მიმდინარეობს მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა რუსულ არქიტექტურულ სტილში, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობლის ხატს" მოულოდნელი სიხარული". მიტროპოლიტ ნიფონთან ერთად ტაძრის მშენებლობის ადგილი დაათვალიერეს და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი, ასევე, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიბანის რესპუბლიკაში ა.ნ.
რუდაკოვი და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ე.ი. სკოპენკო. მიტროპოლიტმა ანტონიმ მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა მშენებლობის პროცესში 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც მას საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო ტაძრის საძირკვლის ჩაყრაში.
შემდეგ სსკგ-ის თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა ძმურ ვახშამზე მიიწვია.
23 იანვარი იყო ანტიოქიის საპატრიარქოში სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის დასკვნითი დღე. მეორე დღეს მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები დელეგაცია მოსკოვში გაფრინდნენ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024