მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.21.2023. 20 იანვარს, ანტიოქიის საპატრიარქოში თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სირიაში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი. 21 იანვარს იგი დამასკოში მიძინების საკათედრო ტაძარს ეწვია.
შემდეგ, ანტიოქიის საპატრიარქოს შენობაში შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-სთან. ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ალეპოსა და ალექსანდრიტის მიტროპოლიტმა ეფრემმა, დარაის ეპისკოპოსმა მოსემ, სერგიოპოლის ეპისკოპოსმა იოანემ, ფილადელფიის ეპისკოპოსმა არსენიმ, ლარის ეპისკოპოსმა მოსემ და სელევკიის ეპისკოპოსმა რომანმა. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეხვედრაზე წარმოადგენდნენ მიტროპოლიტ ანტონის თანმხლები პირები მოგზაურობაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქთან არქიმანდრიტი ფილიპე (ვასილცევი) და სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი.
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისადმი მისასალმებელ სიტყვაში, უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ აღნიშნა, რომ მეუფის ამჟამინდელი ვიზიტი დამასკოში პირველია მისი საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ. ამ ვიზიტის პროგრამაში შედის უნეტარეს პატრიარქთან თანამწირველობა საღმრთო ლიტურგიაზე არბინაში წმიდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში და აზ-ზაბადანის ტაძრის მოლოცვა, რაც, მისი უნეტარესობის აზრით, შესანიშნავი შესაძლებლობაა ორ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთდახმარებისა და ერთობის დემონსტრირება, რადგან ორივე ხსენებული ტაძარი ახლახან აღადგინეს მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით. უნეტარესმა პატრიარქმა იოანემ ღრმა მადლიერება გამოხატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტაძრებისა და სხვა საეკლესიო ობიექტების აღდგენისათვის და დაარწმუნა მაღალი სტუმრები, რომ ამ რთულ დროს ანტიოქიის უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ლოცულობენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმებისთვის.
თავის მხრივ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ძმური მისალმება და საუკეთესო სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან. სსკგ-ის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უნეტარეს პატრიარქ იოანეს რუსეთის ეკლესიის ურყევი ლოცვითი მხარდაჭერისთვის. შემდგომი საუბრისას განიხილეს ორ ეკლესიას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
სამახსოვრო საჩუქრების გაცვლის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები საპატრიარქო ტრაპეზზე მიიწვიეს, რომლის დროსაც ძმური ურთიერთობა გაგრძელდა.
იმავე დღეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და მისმა თანმხლებმა პირებმა დამასკოს ქრისტიანულ ისტორიასთან დაკავშირებული ადგილები მოინახულეს. კერძოდ, ეწვივნენ ომეიადის მეჩეთს, რომლის ადგილზეცდ ძველად წმინდა იოანე წინამორბედის სახელზე აგებული ქრისტიანული ტაძარი იდგა და სადაც, გადმოცემის თანახმად, მისი პატიოსანი თავი განისვენებს; გაიარეს ქუჩაში, რომელსაც „სწორი“ ჰქვია და ნახსენებია წმინდა მოციქულთა საქმეთა წიგნში (9:11) წმინდა პავლე მოციქულის ნათლობასთან კავშირში; მოინახულეს, ასევე, წმინდა ანანია სამოცდაათთაგანი მოციქულის სახლი, რომელმაც ეს საიდუმლო აღასრულა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024