
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს ანგელოზის დღე მიულოცა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს ანგელოზის დღე მიულოცა.
მის უნეტარესობას, უნეტარეს დანიელს, ბუქარესტის მთავარეპისკოპოსს, მუნტენისა და დობრუჯიის მიტროპოლიტს, რუმინეთის პატრიარქს
თქვენო, უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
მიიღეთ გულწრფელი მოლოცვა თქვენი ზეციური მფარველის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
მართლმადიდებელი ეკლესია კეთილი კრძალვით მიაგებს პატივს წინასწარმეტყველ დანიელს, რომელმაც გული წმიდა მოიხვეჭა, სამკვიდრებელი სულისა (წმიდის სტიქარონსა ზედა დასდებელი), სასტიკი დევნის პირობებში ურყევი ერთგულება გამოავლინა ცოცხალი ღმერთისადმი და უშიშრად აუწყებდა მის წმინდა ნებას მეფეებსა და დედამიწის ხალხებს.
თქვენი ანგელოზის დღეს ლოცვით გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და უფლის ყოვლადძლიერ შეწევნას თქვენს მაღალ და საპასუხისმგებლო საწინამძღვრო მსახურებაში.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025