მოსკოვის საპატრიარქო
სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში აფრიკელი სრუდენტების ჯგუფი ჩამოვიდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.11.2022. 23 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სამი სტუდენტი ჩამოვიდა კენიიდან და რუანდიდან. ისინი ისწავლიან დამატებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით „რუსული ენა, როგორც უცხოური ენა“ საღვთისმეტყველო-სამოძღვრო ფაკულტეტის უცხოელი სრუდენტებისთვის, – იტყობინება სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური.
უახლოეს დღეებში ელოდებიან კიდევ რვა სტუდენტის ჩამოსვლას მაგადასკარიდან, ნიგერიიდან, ტანზანიიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან.
რუსული ენის კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელთა მიზანია, სამღვდელო მსახურებისთვის მომზადება საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოსთვის.
სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიასა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. 1965 წელს, რუსეთის ეკლესიის ხრუშჩოვისეული დევნის პირობებში მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა (როტოვი) ფაკულტეტი გახსნა აფრიკის ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის. შემდგომში ის გადაკეთდა უცხოელი სტუდენტების ფაკულტეტად, რომელიც ამჟამადაც განაგრძობს თავის მუშაობას აკადემიის საერთაშორისო განყოფილების ფარგლებში.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024