
მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა







სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.11.2022. 6 ნოემბერს, სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ იერუსალიმის საპატრიარქოს იერაქთან, კაპიტოლიადის მიტროპოლიტ ისიქიოსთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღასრულა იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში.
უფლის ცხოველმოსილ საფლავთან უამრავი მომლოცველის თანდასწრებით იერარქებს თანამსახურება გაუწიეს მოსკოვის პატრიარქთან იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა სტეფანემ (დისპირაკისი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ იაკიმჩუკმა, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის წევრმა მღვდელმონაზონმა დომეტიანემ (მარქარიანი), სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწემ მღვდელმა ალექსანდრე ერშოვმა, სამღვდელოებამ იერუსალიმის, რუსეთისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.
ლიტურგიაზე გალობდნენ წმინდა საფლავის საძმოს მგალობლები და იერუსალიმის გორენის მონასტრის დები.
სახარების წესდებული დასაწყისები წაკითხულ იქნა ბერძნულ, საეკლესიო-სლავურ და რუმინულ ენებზე. ამავე ენებზე ისმოდა საღვთისმსახურო ლოცვებიც.
იმავე დღეს სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმიდან გაემგზავრა.