მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 15.09.2022. 15 სექტემბერს გაიმართა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დასკვნითი სხდომა. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
თქვენო აღმატებულებავ,
ღრმად პატივცემულო ყასიმ-ჟომართ ქემელის ძევ!
თქვენო უწმინდესობავ!
მაღალპატივცემულო რელიგიურო ლიდერებო, პატივცემულო მონაწილენო!
ყრილობა წარმოადგენს ევრაზიური რეგიონისთვის რელიგიათაშორისო დიალოგის რეალიზაციის უნიკალურ პლატფორმას. 2003 წლიდან მოყოლებული, ყრილობის სხდომები ტარდება რეგულარულ საფუძველზე და თავს უყრის გამოჩენილ რელიგიურ მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ფორუმის ყველა ორგანიზატორს, ასევე პირადად ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე თოყაევს.
მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების ყრილობის ცენტრალური თემა გახდა მშვიდობის განმტკიცება რელიგიებს, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის. ჩვენს დღეებში ეს პრობლემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. უფალი იესო ქრისტე სახარებაში ამბობს, რომ ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან (მთ. 5:9). მორწმუნენი არ უნდა განერიდონ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, არამედ უნდა დაიკავონ ქმედითი პოზიცია, ხელი შეუწყონ მშვიდობის აღშენებას და ურთიერთგაგებას, ანუგეშონ ტანჯულნი.
ყრილობის შემაჯამებელი დოკუმენტი მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან დებულებას შეიცავს.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიტყვები სულიერი და ზნეობრივი ორიენტირების საკვანძო როლის შესახებ დამღუპველი მოვლენების დასაძლევად, რომლებსაც განყოფამდე და კონფლიქტებამდე მივყავართ. ძალიან მნიშვნელოვანია აზრი კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობის თაობაზე, რომლის პირობებშიც ერები და რელიგიები გაერთიანებული არიან საერთო ფასეულობებით, თუმცა, ამასთან, ინარჩუნებენ საკუთარ იდენტურობას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ კარგად ვიცით ასეთი მიდგომის სარგებელი და რელიგიათა შორის ვიცავთ მშვიდობას. ძნელია გადააფასო რელიგიური განათლების აუცილებლობა, რომელიც ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის უმთავრეს პროფილაქტიკას წარმოადგენს. ასეთი განათლება არაკეთისინდისიერი პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიით მანიპულირებისგან თავდაცვასაც ემსახურება. საკმაოდ აქტუალურია აზრი უთანასწორობისა და უსამართლობის დაძლევის აუცილებლობის შესახებ. განვითარებულ ქვეყნებსა და ე.წ. „მესამე სამყაროს ქვეყნებს“ შორის რესურსების განაწილების, ენერგეტიკის, სურსათით მომარაგებისა და ეკონომიკის უსაფრთხოების კონექსტში ეს საკითხი ამჟამდ მწვავედ დგას. სწორად მიმაჩნია აზრი რელიგიურ, ეროვნულ, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის თანამშომრლობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ, რადგან მსოფლიოსთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია უთანხმოების დაძლევა და გლობალური ჰეგემონიისთვის პაექრობის შეწყვეტა.
მინდა ცალკე აღვნიშნო ის დადებითი ფაქტი, რომ ჩვენი ფორუმის დეკლარაცია ეფუძნება ადამიანისა და ყოველივე არსებულის ღმერთის მიერ შექმნის ფაქტს, ღმერთის განგებას სამყაროს შესახებ, ყოფიერების, მორალისა და ზნეობის ღვთივმოცემულ მარადიულ კანონებს.
დიდად ფასეულია ის, რომ ძირითადი რელიგიების ლიდერთა ავტორიტეტით გამყარებული აღნიშნული მტკიცებულებები ფორუმის დეკლარაციით ტრანსლირდება საზოგადოებრივ სივრცეში. მათ, ამგვარად, უამრავი ადამიანი მოისმენს, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე გადაწყვეტილების მიმღებნი. არცთუ იშვიათად ბევრს ავიწყდება, თითქოსდა, უბრალო პოსტულატები, რომლებიც დაცულია წმინდა წიგნებში, რელიგიურ გარდმოცემებში, ადამიანთა სულებში. ძალიან კარგია, რომ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობამ დღეს კვლავ შეახსენა ყველას მათ შესახებ.
მადლობას ვუხდი ყრილობის ხელმძღვანელობას და ორგანიზატორებს სწორად გაკეთებული აქცენტებისა და შინაარსისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ადამიანებისთვის მნიშვნელოანია ასეთი სიტყვების მოსმენა რელიგიური ლიდერების ბაგეებიდან.
მადლობას ვუხდი ყველა დამსწრე პირს დიალოგისთვის გახსნილობისა და პროდუქციული ურთიერთობისთვის. გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიხარულსა და ძალებს თქვენს რთულ, მაგრამ ესოდენ მნიშვნელოვან მსახურებაში!
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024