მთავარი გვერდი ახალი ამბები
სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: ეპიფანეს წერილის უკ…

სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: ეპიფანეს წერილის უკან შეიძლება იდგნენ განხეთქილების კურნების მოწინააღმდეგე ძალები


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.08.2022. 2022 წლის 4 აგვისტოს სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი (იერუსალიმის საპატრიარქო) გამოვიდა პირადი განცხადებით, რომელშიც გააზიარა საკუთარი შეხედულებები იმ წერილის აზრისა და მნიშვნელობის შესახებ, რომლითაც 27 ივნისს ეპიფანე დუმენკომ „მეუ-ს სინოდის“ დავალებით კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია:

ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სქიზმატური სტრუქტურის მეთაურმა ეპიფანემ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, შეეფასებინა და განეკითხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქმედებები. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ეპიფანეს წერილიდან იმ ადგილს, სადაც მას მოჰყავს ცრუ ბრალდებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ, და წარმოვადგინო ზოგიერთი თეზისი ამასთან დაკავშირებით.

1. თავის წერილში ეპიფანეს დაავიწყდა ეხსენებინა, რომ სწორედ ის და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სქიზმატიკოსები წარმოადგენენ მთავარ პრობლემას, ისინი გახდნენ მიზეზი იმისა, რის წინაშეც დღეს ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით: საეკლესიო განხეთქილება და ევქარიტიული კავშირის გაწყვეტა რიგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. სქიზმატიკოს ეპიფანეს არ გააჩნია იმდენი ავტორიტეტი, რომ გახდეს საეკლესიო კრიზის გადაჭრის ინიციატორი, – ის ხომ თავად დგას განხეთქილების სათავეში, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებული მრავალი პრობლემის მიზეზს.

2. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სათანადო ყურადღებას მიაპყრობენ მის ამ „შხამიან“ წერილს, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ შექმნილი კრიზის გაღრმავებაა, და არანაირად –უკრაინის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგით, ურთიერთგაგების გზების მოძიებით, დაახლოების და კონტაქტების შენარჩუნებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქთან.

3. ეპიფანეს წერილი ძალიან საეჭვო ხასიათისაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მის უკან დგანან მართლმადიდებელი ეკლესიის მტრული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საეკლესიო განხეთქილების კურნებას და მისი გაღრმავება სურთ.

4. ჩვენ მოვუწოდებთ კონსტანტინეპოლის უწმინდეს პატრიარქს ბართლომეოსს და ყველა მართლმადიდებელ პატრიარქს, გამართონ მოლაპარაკებები შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად კანონებზე დაყრდნობით, რომლებიც ეკლესიური ერთობის გარანტს წარმოადგენს და გამორიცხავს ყოველგვარი სახის განყოფას. ამით შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რასაც ასე ძლიერ ვესწრაფვით, განსაკუთრებით – ევქარისტიული კავშირის აღდგენას ძმურ ეკლესიებს შორის.

5. საკითხის გადაჭრის არცერთი გზა არ გადის რუსეთის ეკლესიის იგნორირებაზე. ხოლო მათ, ვინც მის იგნორირებას ცდილობენ და თავს ესხმიან მას და მის პატრიარქს, სინამდვილეში არ სურთ კონფლიქტის გადაჭრას მიაღწიონ, არამედ მხარს უჭერენ ჩვენი ეკლესიისთვის მტრულ დღის წესრიგს. მათთვის მთავარია, არსებული განყოფა და განხეთქილება შეინარჩუნონ.

6. უკრაინის განხეთქილების მიზეზით ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის დარღვევის ფაქტი ძალიან გვადარდებს და გულს გვტკენს. ეს სისხლმდინარე ჭრილობა უმდა განიკურნოს სიყვარულით, სიბრძნით, ურთიერთმიტევებით, ურთიერთგაგებით და საერთო დიალოგით საეკლესიო კანონების საზღვრებში. სწორედ ამ კანონებს ძალუძს, დაარეგულიროს ჩვენს ეკლესიაში ნებისმიერი კონფლიქტი და განყოფა – როგორც ყველაზე უმნიშვნელო, ისე ფრიად სერიოზული ხასიათის.

7. ჩვენ ლოცვებს აღვავლენთ უკრაინაში ომის დასამთავრებლად. ჩვენ არ ვართ ომის, ძალადობისა და მკვლელობის მომხრენი, – ჩვენ ვქადაგებთ ძმურ სიყგარულსა და მშვიდობას. ვლოცულობთ, რათა უფალმა განანათლოს ყველა ამსოფლიური მმართველის გული და გონება; დაე მათი გადაწყვეტილებები ყოფილიყოს ბრძნული და პასუხისმგებლური პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად დიალოგისა და ურთიერთნდობის გამოყენებით.

8. ჩვენ ვსასოებთ უფალს, რომელმაც ეკლესია ამქვეყნად ადამიანთა გადასარჩენად მოაწყო; დაე განკურნებულ იქნეს უკრაინის საეკლესიო განხეთქილება და განახლდეს ევქარისტიული კავშირი ყველა მართლადიდებელ ეკლესიას შორის.

9. ჩვენ, წმინდა ქალაქში, ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხისთვის მოიძებნება გადაწყვეტილება და დაიწყება მოლაპარაკებები უღთიერთსიყვარულის, გაგების, მოთმინებისა და სიბრძნის სულისკვეთებით. ამისთვის აუცილებელია, მყარი წინააღმდეგობის გაწევა პოლიტიკური წნეხისთვის, რასაც მტრული ძალები ახორციელებენ, რომელთა მიზანია ქრისტეს ეკლესიის ერთიანი სხეულის შიგნით განყოფის გამოწვევა და გაღრმავება.

10. ჩვენ სასოს არ წარვიკვეთთ, ჩვენ უფალზე ვამყარებთ იმედს და მას ვევედრებით, რომ გააძლიეროს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები (რომლებსაც ვუდასტერებთ ჩვენს ღრმა მოკრძალებასა და პატივისცემას), რათა აღასრულონ თავიანთი საპასუხისმგებლო მსახურება და ხელი შეუწყონ შექმნილი განხეთქილების კურნებას.

11. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ეპიფანესა და მისი მომხრეების გამოხტომებს, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ პრობლემას, და არა მის გადაჭრას. ყველა ისინი ჩვენი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მსახურები არიან, – იმ ძალებისა, რომლებმაც წარმოქმნეს ახლანდელი კრიზი, და ის ახლა სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს.

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب