მოსკოვის საპატრიარქო
შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან
2021 წლის 6 ოქტომბერს, ვატიკანში პავლე VI აუდიენციის დარბაზის შენობაში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი პაპ ფრანცისკეს შეხვდა.
საუბრის დასაწყისში მიტროპოლიტმა ილარიონმა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს გულწრფელი მისალმება გადასცა. სსკგ-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჰავანაში მსოფლიოს ორი უდიდესი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის შეხვედრის შემდეგ მათი ორმხრივი თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება. აქტიური ურთიერთქმედება მნიშვნელოვანი რაოდენობის ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც უკავშირდება დევნილი ქრისტიანების დახმარებას, ტრადიციული ღირებულებების დაცვას, სოციალურ მსახურებას, განათლებისა და კულტურის სფეროებს.
თავის მხრივ პაპმა ფრანცისკემ სიხარული გამოხატა მიტროპოლიტ ილარიონთან შეხვედრისა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობისთვის.
შემდეგ მხარეებმა რომის კათოლიკურ ეკლესიასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღის წესრიგში არსებული ორმხრივი ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა ფრანცისკემ და მიტროპოლიტმა ილარიონმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
წმინდა საყდრის პრესს-სამსახურის ფოტოები
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024