მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: გამოვუჩინოთ ხალხს ქრისტე – ეს ჩვე…

მიტროპოლიტი ილარიონი: გამოვუჩინოთ ხალხს ქრისტე – ეს ჩვენი მთავარი მისიონერული ამოცანაა


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუ იტალიურ გაზეთ Corriere della sera – სთან.

– მეუფევ, თ. მ. დოსტოევსკის შესახებ თქვენი წიგნის წინასიტყვაობაში თქვენ რუსი მწერლის შესახებ წერთ, როგორც მოციქულსა და წინასწარმეტყველზე. თქვენი აზრით, დოსტოევსკის შემოქმედებაში არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული, რაც მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარება?

- ვფიქრობ, რომ დოსტოევსკის ღირებულება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ის თავის ნაწარმოებებში გამუდმებით ცდილობს მკითხველი ქრისტესთან მიიყვანოს. მოვიყვან მაგალითს. ცოტა ხნის წინ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტს ვეწვიე. იქ რამდენიმე ასეული მასწავლებელი და სტუდენტი იყო. მე ვკითხე: „თქვენგან დოსტოევსკი ვის აქვს წაკითხული?“ ყველამ ხელი ასწია. მაშინ მე ვკითხე: „და თქვენგან სახარება ვის აქვს წაიკითხული?“ დაახლოებით დამსწრეთა მეოთხედმა ასწია ხელი.

მსოფლიოში ბევრი ადამიანი იგებს რუსეთის შესახებ, მართლმადიდებლობის შესახებ, რუსულ კულტურის შესახებ დოსტოევსკის ნაწარმოებებიდან – ის თარგმნილია ყველა ენაზე, რომელზეც დამწერლობა არსებობს. დოსტოევსკის ეს უნდოდა თუ არა, ის ქრისტეს მოციქული გახდა. ის ქრისტეს შესახებ მოწმობდა საბჭოთა პერიოდშიც, როდესაც სსრკ-ში რელიგიური ლიტერატურა აკრძალული იყო. ხოლო წინასწარმეტყველი შეიძლება ვუწოდოთ იმიტომ, რომ მოსალოდნელი უბედურებების შესახებ აფრთხილებდა. ის იყო კულტურის ერთადერთი მოღაწე, რომელმაც სოციალისტურ რევოლუციურ იდეოლოგიაში მისი დემონური არსი დაინახა. ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმის შესაცვლელად მოდიოდა. ხოლო დოსტოევსკიმ აჩვენა, რომ სოციალიზმი ქრისტიანობის შესაცვლელად მოდიოდა. მან აჩვენა იმ იდეოლოგიის ანტიქრისტიანული და დემონური არსი, რომელიც ადამიანებს ბედნიერებას ღმერთის გარეშე ჰპირდებოდა. ის საუბრობდა იმაზე, რომ ღმერთის გარეშე ბედნიერების შენება შეუძლებელია, ხოლო იესო ქრისტეს პიროვნებაში ის მთელი კაცობრიობისთვის უდიდეს ზნეობრივ მაგალითს ხედავდა.

დოსტოევსკი თავის რომანებში მკითხველის მიახლოებას არა მხოლოდ ქრისტეს სწავლებასთან ცდილობდა, არამედ მისი პიროვნების გაგებასთან. და მან ეს გააკეთა თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საშუალებით, შექმნა ქრისტეს მსგავსი გმირების გამოსახულებები, ისეთები როგორიცაა მთავარი მიშკინი რომანიდან „იდიოტი“, სტარეცი ზოსიმე და ალიოშა „ძმები კარამაზოვებიდან“, ტიხონი „ეშმაკნიდან“, და, რა თქმა უნდა, ქრისტე „დიდი ინკვიზიტორიდან“.

– ე.ი. სწორედ ასეთი მიდგომა ქრისტეს პიროვნებასთან, ქრისტიანობის საფუძვლებთან, განუყოფელი ეკლესიის ეპოქასთან შეიძლება გახდეს ერთგვარი პლატფორმა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების გაერთიანებისათვის?

- ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს – ეს ქრისტეა. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ქრისტიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი – არა ქრისტეს სწავლება, არამედ ქრისტეს პიროვნებაა. ქრისტემ დაგვიტოვა არა უბრალოდ სწავლება, არა მხოლოდ მცნებათა კრებული – მან თავისი თავი დაგვიტოვა. ის თავის ეკლესიაში იმყოფება. ის, როგორც ჩვენ გვწამს, ევქარისტიის აღმასრულებელია. ის საკუთარი თავს გადმოგვცემს ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებაში.

ამის შესახებ მე რამდენიმე ხნის წინ ბუდაპეშტში კათოლიკური ეკლესიის ევქარისტიულ კონგრესზე ვილაპარაკე. მართლმადიდებლები და კათოლიკები არ არიან გაერთიანებულნი ევქარისტიაში, მაგრამ ისინი ერთნი არიან ევქარისტიის გაგებაში. უპირველეს ყოვლისა, იმის გაგებაში, რომ კურთხევის შემდეგ ევქარისტიულ პურსა და ღვინოში ჩვენ გვაქვს ნამდვილი, და არა სიმბოლური ქრისტეს ხორცი და ქრისტეს სისხლი.

– ხუთი წელი გავიდა ჰავანაში რომის პაპისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ისტორიული შეხვედრიდან. არც ისე დიდი ხნის წინ, კარდინალმა პეტრე პაროლინიმ, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას თქვა, რომ ამ დროისთვის პაპი ფრანცისკეს რუსეთში ვიზიტის პირობები არ არსებობს. რა უშლის ხელს ასეთი ვიზიტის განხორციელებას, ან თუნდაც პაპისა და პატრიარქის ახალი შეხვედრის ორგანიზებას?

– მნიშვნელოვანია ორი თემის გამიჯვნა: რუსეთში პაპის ვიზიტი და პაპისა და პატრიარქის შეხვედრა. პირველ თემაზე, მე ვიზიარებ კარდინალ პაროლინის აზრს, რომ ასეთი ვიზიტის პირობები ამჟამად არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ მე უნდა გავახმოვანო ის მიზეზები, რის გამოც ეს ვიზიტი ამჟამად შეუძლებელია, ისინი კარგადაა ცნობილი ორივე მხარისათვის. ამიტომ ამჟამად ასეთი ვიზიტი არ დგას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში.

მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. პირიქით, ჩვენ ვავითარებთ მათ, და პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს ჰავანაში შეხვედრამ მათ ახალი სტიმული შესძინა. ვუახლოვდები იმ კითხვის პასუხს, რომელსაც ამჟამად ძალიან ხშირად სვამენ: როდის იქნება პაპისა და პატრიარქის შემდეგი შეხვედრა? ჰავანის შეხვედრა გამოცხადდა მის გამართვამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. ვფიქრობ, რომ მომდევნო შეხვედრაც, როდესაც ჩვენ მას მოვამზადებთ, გამოცხადდება დაახლოებით ერთ კვირით ადრე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ მისი ანონსორება ერთი თვით ან რამდენიმე თვით ადრე მოვახდინოთ.

– ე.ი. შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ შეხვედრა გაიმართება, და რომ ეს თეორიულად შესაძლებელია?

– ვფიქრობ, რომ შეხვედრა გაიმართება. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ მის ანონსირებას წინასწარ არ მოვახდენთ. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა შეხვედრის ფაქტი, არამედ მისი შედეგები. ჩვენი აზრით, წინა შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.

მსურს წინა შეხვედრის რამდენიმე ასპექტი აღვნიშნო, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკლესიებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაპმაც და პატრიარქმაც დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება დაიცვან დევნილი ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში, სადაც ქრისტიანები დევნას განიცდიან. რა თქმა უნდა, პაპიც, პატრიარქიც ამაზე საუბრობენ თავიანთ გამოსვლებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ერთად განაცხადეს.

მეორეც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პაპმა და პატრიარქმა ერთობლივად განაცხადეს იმის თაობაზე, რომ უნია არ წარმოადგენს გზას ერთობისკენ. ჩვენ უნიას აღვიქვამთ არა როგორც ხიდს ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ, პირიქით, როგორც დიალოგის დაბრკოლებას. უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. და შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინელი ბერძენ-კათოლიკები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ პაპისა და პატრიარქის შეხვედრით, და იმ სიტყვებით, რომლებიც მათი ბაგეებიდან გაჟღერდა.

რომის პაპის ფრანცისკესა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში რიგი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემებიც გაჟღერდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვრჩება ფართო სამუშაო დიაპაზონი იმ მიმართულებით, რომელიც ჰავანაში პაპმა და პატრიარქმა განსაზღვრეს.

მაგრამ ცხოვრება არ დგას თავის ადგილზე. ჩნდება ახალი გამოწვევები და ისინი ახალ შეხვედრებსა და ახალ ერთობლივ განცხადებებს მოითხოვენ.

– ჰავანას შეხვედრის შემდეგ თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ თუმც საღთისმეტყველო დიალოგს აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია სოციალურ საკითხებზე თანამშრომლობა. მსგავსი სახის განცხადება პაპმა ფრანცისკემაც გააკეთა. თქვენ ახლახან დაბრუნდით სამიტის პირველი ნაწილიდან, გაეროს კლიმატის ცვლილების მოსამზადებელი კონფერენციის 26-ე სესიიდან. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ეკოლოგიური პრობლემატიკა იქცეს ერთ-ერთ ასეთ საკითხად, რომელზედაც თანამშრომლობა პირველ რიგში იქნება აუცილებელი?

– რა თქმა უნდა, ეკოლოგიური პრობლემატიკა – ერთ-ერთი სფეროთაგანია, რომელშიც ჩვენი თანამშრომლობა უნდა გავზარდოთ. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ ერთი საერთო სახლი გვაქვს. თუ ყინული დნება და სხვადასხვა ტერიტორიების დატბორვა იწყება, მაშინ წყალი არ შეგეკითხება, მართლმადიდებელი ხარ თუ კათოლიკე – ჩაიძირებიან ერთნიც და მეორენიც, და მათთან ერთად – მუსულმანებიც, ებრაელებიც და ათეისტებიც. ამიტომ კლიმატის ცვლილების პრობლემა ჩვენ უნდა განვიხილოთ მიუხედავად ჩვენი სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავებულობისა.

მავანი იკითხავს: „თქვენ როგორ შეგიძლიათ აქ რაიმეს შეცვლა?“. თავად ჩვენ, ალბათ, შეცვლას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფოთა ლიდერებს მოწოდებით, რათა მათმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფა გაითვალისწინონ. შესაძლოა, ერთობლივი ძალისხმევით ამგვარად შევძლოთ მისი გადალახვა.

– მალე ვატიკანში ეპისკოპოსთა სინოდი გაიხსნება. ამ სინოდთან დაკავშირებით პაპი ფრანცისკე, ბევრი კარდინალი და ეპისკოპოსი ამბობს, რომ ქრისტიანები კვლავ აღმოჩნდნენ წარმართულ სამყაროში, და ჩვენ გვიწევს მოვიქცეთ როგორც მოციქულები, ფაქტიურად წარმართულ პუბლიკას მივმართოთ. იზიარებთ თუ არა ასეთ აზრს და რას იტყვით ამის შესახებ?

– ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ჩვენი ქრისტიანული მისიისთვის პრაქტიკულად დაბრკოლებები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტრადიციულად ქრისტიანული კულტურის არეალს წარმოადგენს. ეს ეხება რუსეთსაც და მთელ რიგ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.

70 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით გარემოში, სადაც ეკლესია ფაქტიურად აკრძალვის ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც მას არც მისიონერული, არც საგანმანათლებლო, არც საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება არ შეეძლო. მაგრამ 30 წელზე მეტია ჩვენ სრულიად განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ. მე ვიტყოდი, რომ პირობები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრ რამეში უნიკალურია.

ჩემი კოლეგებისგან, დასავლეთის ქვეყნებიდან, მე მუდმივად მესმის ეკლესიაში მოხმობის კრიზისზე, მორწმუნეთა რაოდენობის შემცირებაზე. მესმის იმის შესახებ, როგორ იკეტება ტაძრები, გარდაიქმნება საერო დაწესებულებებად ან საერთოდ სხვა რელიგიური კონფესიების საკულტო შენობებზე იყიდება. ჩვენთან, მადლობა ღმერთს, მსგავსი არაფერი ხდება. აქ, პირიქით, ყოველწლიურად ჩვენ დაახლოებით ათას ახალ ეკლესიას ვხსნით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ზჩვენ თითქმის ათასი ახალი მონასტერი გავხსენით. ჩვენთან ძველებურად ასობით და ათასობით ახალგაზრდა სწავლობს ღვთისმეტყველებას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმდენად წარვემატეთ მისიონერულ საქმიანობაში, რომ შეგვიძლია დაფნის გვირგვინებზე წამოვწვეთ და დავისვენოთ. ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მაგალითად, ჩვენთან რუსეთში ბევრი ადამიანი მონათლულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, მაგრამ ძალიან ცუდად ესმით, რა არის მართლმადიდებლობა. ვფიქრობ, რომ იმ აუდიტორიაში, რომელზეც მე ამ ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრე, ალბათ, 90 პროცენტი მონათლული იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათგან მხოლოდ მეოთხედი კითხულობდა სახარებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ფართო სივრცე გვაქვს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. ეს ადამიანები, რომლებზეც მე ვსაუბრობდი, არ არიან წარმართები. ისინი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ თუკი მათ სახარებაც არ აქვთ წაკითხული, მაშინ ეს უფრო ნომინალური მართლმადიდებლობაა, ვიდრე რეალური.

შევამციროთ ნომინალურ და რეალურ ქრისტიანობას შორის მანძილი – ეს არის დღეისთვის ჩვენი ძირითადი ამოცანა. გამოუჩინო, გაუცხადო ხალხს ქრისტე, აჩვენო, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ქრისტე – ეს ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მისიონერული ამოცანაა.

გაზიარება:
შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب