მოსკოვის საპატრიარქო
დამასკოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლაზე ზრუნავს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა დამასკოში (სირია) დედაქალაქის სკოლის - „ამალი“-სთვის, რომელშიც 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობს, ჰუმანიტარულ დახმარებას განაგრძობს. 2021 წლის 22 სექტემბერს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიტანილი იქნა კიდევ ერთი ჰიგიენური საშუალებების პარტია, საფენების ჩათვლით. მათი შესაძენი თანხა შემოწირულია კანადაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქველმოქმედების მიერ.
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის შემდეგ, საუბარი შედგა ანტიოქიის საპატრიარქო ტახტთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, იღუმენ არსენსა (სოკოლოვი) და „ამალი“-ს სკოლის ახალ დირექტორ ფერიალ ჰამიდს შორის. ქალბატონმა ჰამიდმა გულთბილი მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და ისაუბრა სკოლის ყოველდღიურ საჭიროებებზე. აღსაზრდელები გადაუდებლად საჭიროებენ საინვალიდო ეტლებს, პირად ჰიგიენურ საშუალებებს და სასკოლო ნივთებს. თავის მხრივ, მამა არსენიმ მზადყოფნა გამოთქვა, განაგრძოს სკოლისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
გასულ სასწავლო წელს დამასკოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მონაწილეობით, „ამალი“-ს სკოლას გადაეცა ჰუმანიტარული ტვირთის სამი პარტია, რომელიც შედგებოდა ინვალიდთა ეტლებისა და ჰიგიენის საშუალებებისგან.
იღუმენი არსენის საუბარს სპეციალიზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის სამეურნეო ნაწილის გამგე ზ.ი. კოლპაკოვი ესწრებოდა.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
დამასკოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
წარმომადგენლობის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024