მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით თურქეთში საბავშვო ბანაკი მოეწყო
2021 წლის 15-29 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ეფესოს შემოგარენში, თურქეთის ა. ი. სოლჟენიცინის სახელობის რუსული ენისა და კულტურის შემსწვლელმა ასოციაციამ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ანკარაში რუსული სახლის მხარდაჭერით, საბავშვო ბანაკ „პილიგრიმის“ ორგანიზება მოახდინა.
ბავშვები სწავლობდნენ რუსულ ენასა და რუსულ კულტურას, მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლებს, გადიოდნენ ზოგად ფიზიკურ მომზადებას, ვარჯიშობდნენ მშვილდოსნობაში, სპორტულ ორიენტირებებში, მონაწილეობდნენ მცირე ლაშქრობებში. ბანაკში მოეწყო თეატრალური სახელოსნო, სადაც ბავშვები ეცნობოდნენ ორატორულ ხელოვნებასა და სამსახიობო ოსტატობას.
პროექტის მონაწილე 60-მდე ბიჭუნა და გოგონა გახდა. მათ შორის იყვნენ არამარტო თანამემამულე ბავშვები, არამედ ბავშები თურქული ოჯახებიდანაც.
26 აგვისტოს, საბავშვო ბანაკ „პილიგრიმში“ საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ მზრუნველობაზეა პასუხისმგებელი. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოძღვარმა ბავშვებთან საუბარი ჩაატარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ბანაკის საზეიმო დახურვაზე, ანკარაში რუსული სახლის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სოტნიჩენკომ თითოეულ აღსაზრდელს ბანაკის მონაწილის სერტიფიკატი და რუსულენოვანი წიგნი გადასცა საჩუქრად.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
ფოტოები გაზიარებულია ანკარაში რუსული სახლის ფეისბუქ გვერდიდან
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024