მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბეირუთში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული…

ბეირუთში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღნიშნეს


2021 წლის 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულზე ­– ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა, ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა – ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) ბეირუთის რაიონის ჟალ ელ-დიბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში ცისკარი და საღვთო ლიტურგია აღასრულა .

ლიტრუგიაზე ლოცულობდა ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი.

ტაძარში ბრძანდებოდა რუსეთის ფედერაციის საელჩოს უფროსი მრჩეველი ლიბანში დ. ა. ლებედევი.

კვერექსზე გაისმა ვედრება მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობაზე, მის დაცვაზე განყოფისა და განხეთქილებისგან და ვედრება მავნებელი ჰაერის გავრცელების წინააღმდეგ.

მრჩობლ კვერექსზე ასევე ლოცულობდნენ ბეირუთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის და მეტოქის ყველა კეთილისმყოფელისთვის.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ თხოვნითი ლოცვა იქნა აღვლენილი კორონავირუსული ინფექციისგან გამოსახსნელად, ექიმების საჯანმრთელოდ და სულიერებაში განსამტკიცებლად, და სნეულთა განსაკურნელად.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის სადიდებელი აღესრულა.

შემდეგ ფილიპოპოლის მიტროპოლიტმა ნიფონმა დღესასწაულის თემაზე ქადაგება წარმოთქვა.

ბეირუთის მეტოქის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი), მეუფე ნიფონის მსახურების უნიკალურობა აღნიშნა, მან მადლობა მოახსენა იერარქს ერთობლივი ლოცვისთვის და იმედი გამოთქვა მომავალ თანამშრომლობასა და ლოცვით ურთიერთობაზე.

შემდეგ ბსალიმში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქში, ძმური ტრაპეზი გაიმართა.

იმავე დღეს მიტროპოლიტმა ნიფონმა მოკლე ინტერვიუ მისცა ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის საიტს. კერძოდ, მეუფემ ბრძანა:

„ვდღესასწაულობთ რა დღეს, ლიბანში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ დღეს წმინდა ძღვენი მივიღოთ. იმიტომ რომ, როცა ჩვენ ვიღებთ წმინდა ძღვენს – ეს ჩვენთვის დღესასწაულია. და რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში, ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ზიარება გვეხმარება ჩვენ სწორად მოვეპყრათ ერთმანეთს, სწორად ვიმოქმედოთ ადამიანებთან. ლიბანი ძალიან მძიმე დროში ცხოვრობს და ამიტომ ზიარება ჩვენ ძალიან გვეხმარება, გვაძლევს ძალას. განსაკუთრებული ძალა მივიღეთ ჩვენ დღეს ბეირუთის სამრევლოსთან ერთად, საღვთო ლიტურგიის აღსრულების გზით განსაკუთრებულ სიყვარულს ვეზიარეთ. მხოლოდ სიყვარულის გზით არის შესაძლებელი ყველა პრობლემის გადაწყვეტა“.

ბეირუთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქის

საიტის მასალების მიხედვით/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب