მთავარი გვერდი ახალი ამბები
კოპტური ეკლესიის სამონაზვნო დასის დელეგაციამ მოსკოვის მ…

კოპტური ეკლესიის სამონაზვნო დასის დელეგაციამ მოსკოვის მართლმადიდებლური სიწმინდეები მოინახულა


2021 წლის 24-26 აგვისტოს კოპტური ეკლესიის მონასტრების იღუმენებისა და წევრების დელეგაცია, რომელიც ამ დღეებში მოსკოვში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მოწვევით იმყოფება, მოსკოვის ტაძრებსა და მონასტრებს ეწვია.

პროგრამა ნოვოსპასკის მონასტერში მისვლით დაიწყო. დელეგაცია სიხარულით იქნა მიღებული სავანის წინამძღვრის მოადგილის – მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ქალაქ მოსკოვის პირველი ვიკარიუსის, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტის დიონისეს მიერ. მეუფემ თავად ჩაატარა ეგვიპტელი სტუმრებისთვის მონასტრის ტერიტორიაზე ექსკურსია, ისაუბრა მის ისტორიულ ღირსშესანიშაობებზე, მათ შორის ბოირ რომანოვების განსასვენებელზე. მომლოცველებმა თაყვანი სცეს სავანის მთავარ სიწმინდეებს ­– ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ „ყოველთა დედოფლის“ (პანტანასას) ხატს, მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს და ღვთისმშობლის ხატს „ოდიგიტრია“, ასევე ლოცვით მიაგეს პატივი სავანეში განსვენებულთ, მის ყოფილ წინამძღვარს მთავარეპისკოპოსს ალექსის (ფროლოვი), ცნობილ წევრებს და მონასტერში 1920-1930 წწ.-ში უღმერთოთა დევნის დროს მოწამეობრივად აღსრულებულთ.

დელეგაციის მისვლის საპატივცემულოდ მიტროპოლიტმა დიონისემ შეხვედრა მოაწყო. მწყემსმთავარი სტუმრებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მიესალმა. „ჩვენ ფრიად მოხარულნი ვართ მივიღოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები ეგვიპტიდან ­ – კურთხეული მიწიდან, მონასტრების დიდებული დამფუძნებლების წარმომშობი (მშობლიური) მიწიდან. ეგვიპტური პატერიკის მამათა მემკვიდრეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ტრადიციისთვის. კოპტური ეკლესია, ისევე როგორც რუსული ეკლესია – ეს არის აგრეთვე მოწამეთა და ქრისტიანული რწმენის აღმსარებელთა ეკლესია, მათ შორის XX და XXI სს.-ში. მოწამეთა დაღვრილი სისხლი – დღეს ჩვენი სახარებისეული მოწმობის ძალაა“, – აღნიშნა, მიტროპოლიტმა დიონისემ.

დელეგაციის მეთაურმა ალ-მუჰრახის ეპისკოპოსმა ვუკოლემ თბილი მადლობა მოახსენა მეუფე დიონისეს მასპინძლობისთვის და სთხოვა, სალამი და კეთილი სურვილები გადაეცა კოპტური ეკლესიის მეთაურის უწმინდესი პატრიარქის თავადროს II-გან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილესთვის. „მისი უწმინდესობა პატრიარქი თავადროს II განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთელს მსოფლიოში ქრისტიანულ ეკლესიებთან ურთიერთობის განვითარებას. თუმცა, დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგს უდიდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან – წმინდა რუსეთის სარწმუნეობისა და სულიერების დამცველთან. რუსული სულიერი ტრადიცია ძალიან ახლოსაა ჩვენს კოპტურ ტრადიციასთან, და ამ სიახლოვეს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, ის აღემატება ჩვენ შორის განმყოფ საზღვრებს“, ­– აღნიშნა ეპისკოპოსმა ვუკოლემ.

საჩუქრის სახით ეგვიპტის დელეგაციამ მიტროპოლიტ დიონისეს წმინდა ოჯახის ხატი მიართვა, რომელმაც, როგორც ცნობილია, ჰეროდესგან დევნილმა, ეგვიპტეში დაახლოებით სამი წელი გაატარა. ამათგან დაახლოებით ექვსი თვე, ღვთაებრივმა ყრმამ, უწმინდესმა ქალწულმა და მართალმა იოსებმა გაატარეს ალ-მუჰრახის გამოქვაბულში, სადაც შემდგომში დაფუძნდა სავანე, რომლის წინამძღვარიც არის ეპისკოპოსი ვუკოლე. ნოვოსპასკის მონასტრის საძმოს, ასევე საჩუქრად გადაეცათ ღირსი მაკარი დიდისა და სხვა ეგვიპტელი წმინდანების ხატები.

სტუმრები ეწვივნენ პოკროვის (ღვთისმშობლის საფარველის სახელობის) სტავროპიგიალურ დედათა მონასტერს, რომელიც გახდა მათი ბინადრობის ადგილი მოსკოვში ყოფნის პერიოდში. დელეგაციამ თაყვანი სცა ნეტარი მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილებს – ბოლო წლებში ცნობილს და განდიდებულს უძველეს აღმოსავლურ ეკლესიებში; გაეცნენ, ასევე, გოგონების თავშესაფრის საქმიანობასა და მონასტრის მეურნეობას. ეპისკოპოსი ვუკოლე და მისი თანმხლები პირები სიხარულით მიიღეს მონასტრის წინამძღვრის იღუმენია თეოფანიამ (მისკინა) და მონასტრის დებმა.

ამავე დღეს კოპტური დელეგაცია მოსკოვის სრეტენსის მონასტერს ეწვია. მონასტრის ადგილმონაცვლემ მღვდელმონაზონმა იოანემ (ლუდიშევი) სტუმრებს მონასტრის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებაზე უამბო, ასევე, აჩვენა იქ დავანებული დიდებული სიწმინდეები, რომელთა შორისაა – ღირსი მარიამ ეგვიპტელის წმინდა ნაწილები. ძმური საუბარი გაგრძელდა საერთო ტრაპეზზე, რომლის შემდეგაც ეგვიპტურმა დელეგაციამ სრეტენის სემინარიის შენობა დაათვალიერა.

25 აგვისტოს ეგვიპტიდან ჩასული სტუმრები მართასა და მარიამის სახელობის მოწყალების სავანეში იმყოფებოდნენ, სადაც თბილად იქნენ მიღებულნი იღუმენია ელისაბედისა (პოზდნიაკოვა) და დების მიერ, თაყვანი სცეს მონასტრის ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეებს და გაეცნენ სავანის სოციალურ პროექტებს.

სტუმრები ასევე ეწვივნენ მოსკოვის კრემლის ტაძარს, წითელ მოედანს, ქრისტე მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარს, ვისოკო-პეტროვსკის მონასტერს; შეხვდნენ მოსკოვის უნივერსიტეტებში მოსწავლე სტუდენტების ჯგუფს – ეგვიპტის კოპტური თემის წარმომადგენლებს.

იმავე დღის საღამოს დელეგაცია დონის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქ თავადროს II-ის წარმომადგენლები მიიღო მონასტრის დილმონაცვლემ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, კაშირის მიტროპოლიტმა თეოგნოსტიმ. მეუფე გულითადად მიესალმა ეგვიპტის დელეგაციას, აღნიშნა მსგავსი ვიზიტების გაგრძელების მნიშვნელობა უფრო დეტალური გაცნობისთვის ორმხრივი ისტორიისა, თანამედროვე ცხოვრებისა და კოპტური და რუსული მონასტრული მდიდარი სულიერი გამოცდილების ტრადიციებისა.

ეგვიპტელი სტუმრები ეწვივნენ მონასტრის სამარხს (ნეკროპოლისს) და დიდ ტაძარს, სადაც თაყვანი სცეს ღვთისმშობლის „დონის“ სახელობის ხატს და სრულიად რუსეთის პატრიარქის, წმინდა ტიხონის წმინდა ნაწილებს.

26 აგვისტოს დილას, დელეგაცია ეწვია წმინდა დანიელის სახელობის (სვიატო-დანილოვის) მონასტერს და თაყვანის სცეს იქ დავანებულ სიწმინდეებს. კოპტური ეკლესიის წარმომადგენლები თბილად მიიღო მონასტრის ადგიმონაცვლემ სოლნეჩნოგორსკის ეპისკოპოსმა ალექსიმ, რომელთანაც სტუმრების ხანგრძლივი შეხვედრა შედგა.

ამის შემდეგ სტუმრები გაემგზავრნენ ტვერის სამიტროპოლიტოში, სადაც გაგრძელდება მათი ვიზიტი რუსეთში. ისინი ასევე ეწვევიან წმინდა ადგილებს ნოვგოროდისა და სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოებში და ჩრდილოეთ რუსეთის სავანეებში.

ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დელეგაციის მეთაური ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი ვუკოლე; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წინამძღვარი ეპისკოპოსი სევერი; ახმიმის (სუჰაგის პროვინცია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი მათე; ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის სახელობის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი აღათი; საპატრიარქოს პირველი ვიკარიუსი ქაიროში ეპისკოპოსი მიქაელი; პატრიარქის მდივანი, ნიტრიის უდაბნოს ღირსი პაისი დიდის საახელობის მონასტრის წევრი, მღვდელმონაზონი კირილე ანბა ბიშოი; ალ-მუჰრახის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის (ასიუტის პროვინცია) წევრი, მღვდელმონაზონი თავადროს ელ მოჰარაკი; ჰადაბის წმინდა თომასა და ბიქტორის სახელობის მონასტრის (სამხრეთ სინაის პროვინცია) წევრი, მონაზონი იუსეფ ელ-ახმიმი; ნიტრიის უდაბნოს ღირსი მაკარი დიდის სახელობის მონასტრის წევრები – მონაზონი პეტრე ელ-მაკარი, მონაზონი ზევსი ელ-მაკარი, მონაზონი მერკური ელ-მაკარი და მონაზონი მარკოზ ელ-მაკარი; კოპტური ეკლესიის საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი დოქტორი ანტონ მილადი.

მოსკოვში ყოფნის დროს კოპტური ეკლესიის სტუმრებს მეგზურობას უწევდნენ სსკგ-ს ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); რუსეთში კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმონაზონი დაურ ელ-ანტონი; სსკგ-ს თანამშრომლები: მღვდელმონაზონი პეტრე (ახმატხანოვი), ს. გ. ალფეროვი და დ. ე. არაქელიანი.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب