მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ჩრდილოეთ თურქეთში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყნის ჩრდილოეთში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით.
მის აღმატებულებას ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს!
ღრმა მწუხარებით შევიტყვე თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლისა და განადგურების შესახებ.
გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ და მთელ თურქ ხალხს. გთხოვთ, მხარდაჭერისა და ნუგეშის სიტყვები გადასცეთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მტკიცე ძალებს ვუსურვებ მაშველებსა და მოხალისეებს, რომლებიც ამ დღეებში შრომობენ სტიქიური უბედურების შედეგების გადასალახავად.
პატივისცემით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023