მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარის სამძიმარი პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესს მიტროპოლიტს ტიხონს სამძიმარი გაუგზავნა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირებისა და ეკლესიათაშორისი ურთიერთობების დირექტორის, პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
წერილში ნათქვამია:
თქვენო უნეტარესობავ!
მწუხარებით მივიღე უწყება პროტოპრესვიტერი ლეონიდე კიშკოვსკის გარდაცვალების შესახებ. ამ მძიმე დანაკლისის გამო ვწუხვარ თქვენთან, განსვენებულის ოჯახის წევრებთან, მის თანამშრომლებთან და სამწყსოსთან ერთად.
რუსულ კეთილმსახურ ოჯახში დაბადებულმა, მამა ლეონიდემ მთელი თავისი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა. უფლის საკურთხევლის მსახურებისთვის მოწოდებული, ის იყო მგრძნობიარე და გამოცდილი მწყემსი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სამწყსოსი სი-კლიფში.
დიდი ხნის განმავლობაში მამა ლეონიდე ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის თანაშემწე იყო, ასრულებდა მრავალფეროვან და რთულ ადმინისტრაციულ მორჩილებას. განსვენებული სარგებლობდა დამსახურებული პატივისცემით მსოფლიო ქრისტიანულ საზოგადეობაში, აქტიურად მონაწილეობდა ეკლესიის მსოფლიო საბჭოს მუშაობაში და მრავალ ქრისტიანთაშორის და რელიგიათაშორის ფორუმებში.
თავისი მსახურების წლებში პროტოპრესვიტერი ლეონიდე ხშირად სტუმრობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. იგი კარგად არის ცნობილი მისი ეპისკოპატისთვის, მოძღვრებისთვის და ერისკაცებისთვის, განსაკუთრებით კი მოსკოვის წმინდა ეკატერინეს ტაძრის მრევლისთვის, – ამერიკის მართლამადიდებელი ეკლესიის მეტოქი, – როცა ის დროებით ასრულებდა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის მოვალეობებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან.
სიცოცხლის მეუფემ დაე, შეისმინოს ლოცვები, აწ აღვლენილი ნეტარი განსვენებისთვის წიაღსა შინა აბრაჰამისსა ახლადშესვენებული ღვთის მონისთვის, განამწესოს მისი სული საყოფელსა მართალთასა და მიანიჭოს მას მარადიული ხსენება.
ყოვლადმოწყალე უფლის მიმართ ლოცვებს აღვავლენ, აგრეთვე, თქვენი, განსვენებულის ნათესავებისა და ახლობლების, და მისი სამწყსოს განმტკიცებისთვის ამ სამწუხარო ვითარებაში.
უფლისმიერი სიყვარულით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო
კავშირების განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023