მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანები ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან
ქრისტიანების დევნა და ფიზიკური განადგურებაც კი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში, ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დისკრიმინაცია – მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის გამოსვლების მთავარ თემებად იქცა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტზე.
ტელეგადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – წამყვანის, ე. გრაჩევას თხოვნით, მიტროპოლიტმა ილაპარაკა 2021 წლის 13-15 ივლისს აშშ-ს დედაქალაქში გამართული სამიტის შესახებ: „ამერიკის შეერთებული შტატები – ეს არის ძალიან მრავალსახოვანი ქვეყანა. მიუხედავად ანტირუსული პროპაგანდისა, რაც იქ უკვე მრავალი წელი გრძელდება, აშშ-ში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დიდი სიმპათიითაა განწყობილი ჯერ ერთი, რუსეთის მიმართ, მეორეც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ; ისინი მზად არიან და მოხარულიც, რომ მოგვისმინონ. ღონისძიება ჩაატარა ორგანიზაციამ Open Doors („ღი კარიბჭე“). ეს ორგანიზაცია იკვლევს ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის დევნისა და შევიწროების ფაქტებს სხვადასხვა ქვეყანაში“.
სსკგ-ს თავმჯდომარემ კონსტატაცია მოახდინა, რომ უკანასკნელ წლებში ქრისტიანებისთვის ტრაგიკული სიტუაცია შეიქმნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში.
„ეს არის ერაყიც, სადაც სადამ ჰუსეინის დროს მილიონ-ნახევარი ქრისტიანი ცხოვრობდა, ახლა კი, საუკეთესო შემთხვვეაში, ამის მეათედი თუ იქნება დარჩენილი. ეს არის ლიბანიც, სადაც პრაქტიკულად აღარ არიან ქრისტიანები დარჩენილი. ეს არის სირიაც, რომელიც მრავალმა ქრისტიანმა იძულებით დატოვა, და არა იმდენად ომის გამო, რამდენადაც ტერორისტების მოქმედების შედეგად: იქ, სადაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სისტემატურად დევნიდნენ და ამოხოცეს კიდეც ქრისტიანი მოსახლეობა“, – აღნიშნა მეუფე ილარიონმა და ხაზი გაუსვა, რომ ტრაგიკული სტატისტიკის მოწმობით, ქრისტიანთა რიცხვი გამალებით მცირდება მთელს ახლო აღმოსავლეთში. იმ შედარებით მშვიდობიან მშვიდ სახელმწიფოშიც კი, როგორიც ლიბანია, ქრისტიანები სულ უფრო მცირდებიან, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ მოსახლეობის 50 პროცეტს შეადგენდნენ.
ამჟამინდელ სიტუაციაზე ნაწილობრივი პასუხისმგებლობა, – იერარქის შეფასებით, – ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება: „იმიტომ, რომ სწორედ ისინი შეიჭრნენ ერაყში, სწორედ ისინი დაპირდნენ იქ წესრიგის დამყარებას და დემოკრატიის აშენებას. მაგრამ ვხედავთ, რომ არანაირი დემოკრატია იქ არ არის, რომ დამხობილი რეჟიმის სანაცვლოდ უმართავი ქაოსი მოვიდა, და ეს გახდა ქრისტიანების მასობრივი გამოსვლის, მე ვიტყოდი, გამოქცევის მიზეზი“.
მას ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია რეალური სიტუაციის შესახებ უკრაინაში მიმდინარე რელიგიურ პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ, რომ მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა უკრაინაში, შენარჩუნებულია სულიერი ერთობა.
«ჩვეულებრივ, მათ სრულიად სხვა ინფორმაცია ესმით, – შენიშნა სსკგ-ს თავმჯდომარემ. – მაგალითად, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მ. პომპეომ, როდესაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის შედეგებს აჯამებდა, სიამაყით დაწერა „ტვიტერში“, რომ ის დაეხმარა უკრაინის მიტროპოლიტს მოსკოვის გავლენებისგან გათავისუფლებაში. თვით ფორმულირებაც კი, რომელიც გამოყენებულ იქნა, მოწმობს უკრაინის საქმეების ცოდნის დაბალ დონეს, რაც ახასიათებს ზოგიერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მოგვეთხრო იმის თაობაზე, თუ რა ხდება იქ რეალურად: როგორ აძევებენ მღვდლებსა და მრევლს ტაძრებიდან და ხალხი ღია ცის ქვეშ ლოცულობს, ხოლო სქიზმატების მიერ მიტაცებული ტაძრები ცარიელია ან დაკეტილია. დაე, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გაიგონონ და იცოდნენ ყოველივე ეს“.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024