მთავარი გვერდი ახალი ამბები
ხელი მოეწერა შეთანხმებას თეოლოგიის სამეცნიერო-საგანმანა…

ხელი მოეწერა შეთანხმებას თეოლოგიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციასა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტს შორის

2021 წლის 8 ივლისს წმინდანთა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის სააქტო დარბაზში გამართულ საზეიმო სხდომაზე ხელი მოეწერა თეოლოგიურ-სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციასა (თსსა) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

დოკუმენტზე ხელი მოაწერეს ასოციაციის პრეზიდენტმა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის რექტორმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარემ დეკანოზმა მაქსიმე კოზლოვმა.

საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ: თსსა-ს საბჭოს წევრი და საერთო კრების მდივანი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი მ. ნ სტრიხანოვი; მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტის რექტორი ი. ა. კრაევა; მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვ. ვ. ხტრახოვი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პერერვინის სასულიერო სემინარიის რექტორი მღვდელმონაზონი აპოლინარიოსი (პანინი); მოსკოვის სასულიერო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დარგში დეკანოზი ალექსანდრე ზადორნოვი; სრეტენის [მირქმის] სასულიერო აკადემიის პრორექტორი კ. მ. ჯუსოევი; თსსა-ს აღმასრულებელი დირექტორი გ. ი. ტეპლიხი.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა მოწოდებულია, არსებითად გააფართოოს ურთიერთდახმარების შესაძლებლობა საერო უნივერსიტეტებსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სკოლებს შორის, რაც მიმართულია პროფესიონალური თეოლოგიური საზოგადოების განვითარებასა და სასულიერო სკოლებისა და უნივერსიტეტების თეოლოგიური კათედრების საგანმანათლებლო სივრცეების მჭიდრო ინტეგრაციაზე.

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტთან დადებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და კერძოდ, აღნიშნა: „თითოეულ თეოლოგს უნდა ჰქონდეს აღიარება არა მხოლოდ თავის აკადემიურ წრეში, არამედ მანდატის ერთგვარი ფორმაც ტრადიციული რელიგიური კონფესიისგან“. თეოლოგიურ-სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ თსსა-ს საქმიანობის ჩარჩოებში აკრედიტაციის მსგავს მოდელს სხვა რელიგიური კონფესიებიც გამოიმუშავებენ. „ჩვენს ასოციაციაში ამჟამად 70 უმაღლესი სასწავლებელია გაწევრიანებული: მასში პრაქტიკულად წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის ყველა მოწინავე უნივერსიტეტი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სკოლები, სხვა რელიგიური კონფესიების სასულიერო სასწავლებლები“, – შენიშნა მან. მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, თითოეული რელიგიური ტრადიცია, რომელიც თეოლოგიის სწავლასთან არის დაკავშირებული, უნდა გამოიმუშავებდეს იმ თეოლოგების აპრობაციის მოდელს, ვინც მისი სახელით შეუდგება პედაგოგიურ საქმიანობას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარემ დეკანოზმა მაქსიმე კოზლოვმა ასევე აღნიშნა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობა: „თანამშრომლობის შესახებ ამჟამად დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასწავლო კომიტეტი დახმარებას გაუწევს თეოლოგიის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაციას. ასოციაცია იქნება ის მთავარი სტრუქტურა – უკვე ფორმირებული, უკვე მოქმედი, უკვე განმსაზღვრელი სახე თანამედროვე რუსეთის თეოლოგიისა, რომელიც მის საქმიანობაში ჩართულობის გზით ჩვენს სასულიერო სკოლებს საშულებას მისცემს იყვნენ იქ, სადაც იქნება რუსეთის უმაღლესი განათლება თეოლოგიის სფეროში... ამიტომ თსსა-ში გასაწევრიანებლად მომავალშიც აღვძრავთ საკმარის დონეს მიღწეულ ჩვენს სასულიერო სკოლებს“.

                                                                                                                                                                                                                                                         

სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური

                                                                                                                                                                                                                            ზსად-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციის მიხედვით





გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب