და 100 ათასი აშშ დოლარი

Illustration_1.jpg

ერთი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ცხოვრების ნარკვევი 

ანდრია ჩუპრასოვი, მსუ-ს ისტორიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, პორტალის ავტორი

დეკემბრის ერთ უჟმურ საღამოს, ბოსფორის სანაპიროზე იშვიათი გამვლელი გამოჩნდა – რუსი ემიგრანტი ბიძაშვილთან ჩაიზე მიიჩქაროდა. უცებ მის თვალსაწიერში ნავსადგურში მდგარი გემი აღმოჩნდა. ემიგრანტმა ნაბიჯი შეანელა და გაკვირვებით შეხედა გემზე აფრიალებულ ძველ, გახუნებულ დროშას: ყვითელ ფონზე შავი არწივი იყო გამოსახული. ეს – ბიზანტიის დროშა იყო, – ბიზანტიისა, რომელიც მრავალი საუკუნის წინ მსოფლიოს ყველა რუკიდან გაქრა. გარეთ 1921 წელი იდგა. მიუხედავად ცივი ჟინჟღლისა, გემბანზე ჩაფიქრებული დგას კონსტანტინეპოლის ახალარჩეული პატრიარქი – მელეტი IV. ეკლესიის ამ იერარქის ცხოვრება და მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია კონსტანტინეპოლის ეკლესიის მდგომარეობისა და მთელი მისი საპატრიარქოს მე-19 - მე-20 საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების გასაგებად.

მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულის მოვლენებმა – რევოლუცია ევროპაში, ომი, სახელმწიფოების კრახი – არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მთელი მსოფლიოს რელიგიური რუკაც შეცვალა. ისეთი ადამიანი, როგორიც ემანუილ ნიკოლაუს მეტაკსაკისი (მომავალი პატრიარქი მელეტი) იყო, ისტორიაში შეიძლებოდა გამოჩენილიყო მხოლოდ ძნელბედობის წლებში. იგი იყო ახალმესტილეთა რეფორმის გამტარებელი, პანელინელი და მაშინ ჯერ კიდევ ახალი ეკუმენისტური მოძრაობის პროპაგანდისტი. მელეტი გახდა ერთადერთი იერარქი მართლმადიდებლობაში, რომელიც თანმიმდევრობით მეთაურობდა სამ სხვადასხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას: 1918-1920 წწ. – ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი, 1921-1923 წწ. – კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 1926-1935 წწ. – ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი. ის გახლდათ იმ წლებში საბერძნეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის – ვენიზელოსის ძმისწული [ან დისწული – племянник]. გარდა ამისა, მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ანგლიკანურ ეკლესიასთან და არაერთხელი მიუღია ღვთისმსახურებაში მონაწილეობა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ერთად. მოქმედების სტილი, ანგლოსაქსონურ სამყაროსთან კავშირი და ერთიანი მართლმადიდებლური საზოგადოების იდეების უგულებელყოფა ეკუმენიზმის სასარგებლოდ, ძალიან ანათესავებს მელეტის კონსტანტინეპოლის ახლანდელ პატრიარქ ბართლომეოსთან. 

Illustration_2.jpg

მოვლენები, რომლებმაც მელეტი კონსტანტინეპოლში მიიყვანა, ძალიან ჰგავს დეტექტივურ ისტორიას ან ფილმს ჯაშუშების შესახებ. 1921 წ. კონსტანტინეპოლის სინოდმა 17-დან 16 ხმით პატრიარქად გამოარჩია გერმანოსი (კარავანგელისი). ამის შემდეგ კი ასეთი ისტორია დაიწყო. თავის მოგონებებში გერმანოსი ყვება, რომ თავიდან მისმა ერთმა მეგობარმა ერისკაცმა 10 000 ლირა შესთავაზა, თუ საპატრიარქო ტახტზე უარს იტყოდა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. გერმანოსმა უარყო ეს წინადადება. ამის შემდეგ ახალარჩეულ პატრიარქთან მიდის დელეგაცია, რომელსაც ამ პოსტზე თავისი კანდიდატი ჰყავს შერჩეული, და რომელსაც შეეძლო, 100 000 $ შეეტანა საპატრიარქოს საჭიროებისათვის, ამიტომ მას უნდა დაეთმო კათედრა მათი კანდიდატის სასარგებლოდ. გარდა ამისა, გერმანოსს არწმუნებდნენ, რომ ამ კანდიდატს, მელეტი მეტაკსაკისს, ფართო კავშირები ჰქონდა ინგლისსა და ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებულ სიტუაციაში. საერთო სიკეთისათვის გერმანოსი თმობს თავის უფლებამოსილებას. იგი იხსენებს, რომ საპატრიარქოში იმ დროს ეკონომიური ქაოსი სუფევდა. საბერძნეთიდან სუბსიდიები აღარ შემოდიოდა. რეგულარული ხელფასები უკვე ცხრა თვე არ გაიცემოდა. ამას ემატებოდა ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქების და, ასევე, ოსმალეთის ხელისუფლების პროტესტები. ამ დროს სტამბული ოკუპირებულია ინგლისის ჯარების მიერ და მელეტის აქვს 100 000 $. აი, ასეთი ფინანსურ-ძალოვანი მხარდაჭერით ჩნდება ის ბოსფორის სანაპიროზე. კონსტანტინეპოლში მელეტი ჩადის ნიუ-იორიდან, სადაც ის ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნული სამრევლოების საქმეებთან დაკავშირებით იმყოფებოდა. დიდი ალბათობით, სწორედ იქ გაუჩნდა მას დოლარებო (თუმცა, შესაძლებელია, ეს ფული მან ბიძა ვენიზელოსისგან მიიღო). კონსტანტინეპოლისკენ გზაზე ის ასწრებს აშშ-ს პრეზიდენტ ჰარდინგთან შეხვედრას, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებთან – ლოიდ-ჯორჯთან და პუანკარესთან, და ყველა მათგანისგან მხარდაჭერის პირობას იღებს საბედისწორო გადაწყვეტილების წინ. ერთ-ერთი პირველი საქმე, რაც მელეტიმ, როგორც პატრიარქმა გააკეთა, ეს იყო ამერიკის ბერძნული სამრევლოების დაბრუნება კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში. ამას მოჰყვა ტომოსი „კონსტანტინეპოლის უფლების შესახებ უშუალო ზედამხედველობასა და მმართველობაზე ყველა იმ სამრევლოსთან მიმართებით, რომელიც არ შედის ადგილობრივი ეკლესიების შემადგენლობაში ევროპაში, ამერიკასა და სხვა ადგილებზე“. ამ ტომოსმა პლატფორმა მოუამზადა კონსტანტინეპოლის ჩარევას ადგილობრივი ეკლესიების და, პირველ რიგში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეში. როგორც სერბი მღვდელმსახური ლუბომირ მილეტიჩი აღნიშნავდა, „პატრიაქმა კოსტანტინეპოლის ეკლესია აბსოლუტურად არაკანონიკური გზით წაიყვანა და სკანდალური ადმინისტრაციულ-დაპყრობითი ლაშქრობა მოაწყო სხვის ქვეყნებში და სხვის სამრევლოზე“.   

მელეტი კონსტანტინეპოლში ჩამოდის ძალიან შესაფერის დროს. ბერძნებს ჯერ ომი არ წაუგიათ თურქებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მართლმადიდებლური კონსტანტინეპოლის აღორძინების თაობაზე და „ჯვრის აღმართვაზე“ წმინდა სოფიას გუმბათზე. თავად მელეტიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველივე მსახურებაზე წმინდა სოფიას ტაძარში მიიწვევდა არა მხოლოდ ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურს, არამედ რომის პაპსაც, აღმოსავლური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებსაც. რამდენიმე წლის შემდეგ მელეტი გაიქცევა სტამბულის ნახავრადდანგრეული რეზიდენციიდან ხანძრის სინათლეზე და დარბეული მართლმადიდებელი მოსახლეობის სასოწარკვეთილი ყვირილის ფონზე.   

Illustration_3.jpg

ამასობაში რუსეთში...

1917 წლის ოქტომბერმა და შემდგომმა მოვლენებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა რუსეთში მართლმადიდებლობას. რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში ბოლშევიკების რელიგიური პოლიტიკა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა უცვლელი რჩებოდა სურვილი იმისა, რომ ეკლესია საბოლოოდ დაესრულებინათ.

ბოლშევიკებმა თავიდან სამოქალაქო ქორწინება დააკანონეს და სკოლა ეკლესიისგან გამოყვეს. 1918 წლის კონსტიტუციით მონაზვნებსა და სასულიერო პირებს ჩამოერთვათ არჩევნებში მონწილეობის უფლება. ეკლესიას ჩამოართვეს საკუთრების უფლებაც. ამ ღონისძიებებით ბოლშევიკები იმედოვნებდნენ, რომ რელიგიას ბოლოს მოუღებდნენ, მაგრამ როდესაც ამ „პრობლემის“ გადაჭრა სწრაფი შტურმით ვერ მოხერხდა, მაშინ უფრო შორს წავიდნენ. დაიწყო წმინდა ნაწილების გახსნისა და აღწერის კამპანია. აზრი არა აქვს იმის თქმას, რომ პროცესი სათნადო პატივისცემის გარეშე მიმდინარეობდა და ხშირად ბანალური ძარცვით მთავრდებოდა. მთლიანობაში, 1921 წლისთვის ბოლშევიკები არა მხოლოდ პოლიტიკურად გაძლიერდნენ, არამედ ეკლესიისთვის საკუთრების წართმევის საკითხიც ბოლომდე მიიყვანეს. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ახალი პროექტი, რომელმაც მძიმე განხეთქილება გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ხელისუფლების მხარდაჭერით შეიქმნა ე. წ. „ცოცხალი ეკლესია“, რომელიც შეეცადა, გადაეყენებინა პატრიარქი ტიხონი. როდესაც საწყის ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაშინ ბოლშევიკებმა უბრალოდ ტიხონის დაპატიმრება გადაწყვიტეს, და ამით განმაახლებლებს, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, შესაძლებლობა მისცეს, მიეტაცებინათ ეკლესიის სამრევლოები და სამღვდელოება თავის მხარეს გადაებირებინათ. ტიხონი გახდა პირველი პატრიარქი ამ ინსტიტუტის აღდგენის შემდეგ 1917 წელს. საგულისხმოა, რომ სასულიერო აკადემიაში მას ჰქოდა ზედმეტი სახელი „პატრიარქი“. მელეტის მსგავსად, მასაც მჭიდრო კაშირები ჰქონდა აშშ-სთან: მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ხნის განმავლობაში მეთაურობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიას ჩრდილო ამერიკაში. პატიმრობაში მყოფ ტიხონს მოუხდა, წინაღმდეგობა გაეწია არა მხოლოდ შიდა მტრისთვის – განმაახლებელთა სახით, არამედ გარე მტრისთვისაც. ეს გარე მტერი ძმური მართლმადიდებლური გარემოცვიდან იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა, დაეგლიჯა რუსეთის ეკლესია ბოლშევიკებისა და მათი პარტნიორების გულის გასახარად.

ძმისთვის დარტყმის მიყენება

პირველ ხანებში მელეტიმ არ დაუჭირა მხარი განმაახლებელთა განხეთქილებას, რადგან ლეგალიზაციის თვალსაზრისით ის ძალიან უმსგავსად გამოიყურებოდა. თუმცა დაიწყო მართლმადიდებლური სამრევლოების მიტაცება ყოფილი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხეში. 1923 წ. პატრიარქი მელეტი უხეშად ჩაერია პოლონეთის საეკლესიო საქმეებში და თავისი კაცი დააყენა ვარშავის მიტროპოლიტად. შემდეგ, თავის იურისდიქციაში ტომოსით მიიღო ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია. შემდგომი ნაბიჯი – ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიურობა (მანამდე ის სერბეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა). ბოლოს, 1923 წ. ატონომიურობა მიანიჭა ფინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1924 წ. უკვე მელეტის შემცვლელმა, გრიგოლი VII მიაყენა კიდევ ერთი დარტყმა სერბეთის ეკლესიას: დააარსა უნგრეთისა და სრულიად ცენტრალური ევროპის მიტროპოლია, კათედრით – ბუდაპეშტში. ფეოდალური მსოფლმხედველობით სრულიად გასაგებია მელეტის, შემდეგ გრიგოლისა და ბასილი III-ის ქმედებები. მოწინააღმდეგემ იგრძნო ოპონენტის სისუსტე და ლუკმა-ლუკმა დაიწყო მისი ხვრა, მაგრამ აქ საუბარია მართლმადიდებლურ სამყაროზე და გარეთ გაცხარებული მე-20 საუკუნე დგას. ახლა, როდესაც კონსტანტინეპოლის ახლანდელი პატრიარქის, ბართლომეოსის მოქმედებას უყურებ, უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით მის ტომოსთან დაკავშირებით, ხვდები, რომ 21-ე საუკუნეშიც არაფერი შეცვლილა.

Illustration_4.jpg

დავუბრუნდეთ მელეტის. 1923 წლის ზაფხულში მისი მოქმედებების უკმაყოფილება იზრდებოდა როგორც ქტიტორებში, ისე მართლმადიდებელ სამღვდლოებაშიც. მცირე აზიაში მოვლენები სწრაფად და ძალიან არასასიამოვნოდ ვითარდებოდა ბერძნებისა და მართლმადიდებლობისათვის. სცენაზე გამოვიდა მუსტაფა ქემალ ათათურქი, ძლიერი მმართველი, რომელმაც თურქების ერთმუშტად შეკვრა შეძლო და ოსმალეთის იმპერია დაცემის ქაოსიდან თანდათან გამოიყვანა. ბერძნების ჯარები მთლიანად გაანადგურეს. სამხედრო დამარცხება კატასტროფად იქცა საბერძნეთის მართლმადიდებელი მოსახლეობისათვის. მხოლოდ იზმირის (სმირნა) 1922 წლის ხოცვა-ჟლეტში 250 000 კაცზე მეტი დაიღუპა. ლოზანაში ხელმოწერლმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ კი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფაქტიურად სამწყსოს გარეშე დატოვა. დაიწყო თურქეთიდან ბერძნების გასახლება. იმ დროისათვის მარტო კონსტანტინეპოლში 15 ათასი ბერძენი ცხოვრობდა (ახლა – 2 ათასი). დადგა საკითხი საპატრიარქო კათედრის სხვაგან გადატანაზე. ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში პატრიარქმა გამოთქვა მოსაზრება, საპატრიარქო ტახტის სწრაფი გადატანის შესახებ ათონის წმინდა მთაზე. მაგრამ არსებობდა სხვა ღირსეული წინადადებებიც. უკვე მელეტის შემცვლელის, გრიგოლი VII-ის პატრიარქობის დროს, ფანარაზე უკიდურესად შეჭირვებული მდგომარეობის გამო და სსრკ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განმაახლებლებმა პატრიარქს კათედრის რუსეთში გადატანა შესთავაზეს. მას სრული უზრუნველყოფით ცხოვრება სთავაზობდნე; საკუთარი ნებისაებრ შეეძლო, აერჩია ნოვოროსიისკი, ოდესა, კიევი, პეტროგრადი ან მოსკოვი. სამწუხაროდ, ეს შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. არადა, ახლა შეგვეძლო ორი დევნილის საინტერესო მეზობლობა გვეხილა ნოვოროსიისკთან ახლოს – ვიქტორ იანუკოვიჩის და კონსტანტინეპოლის პატრიარქის. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მელეტი თავიდან ათონზე გაიქცა, მერე კი საერთოდ უარი თქვა პატრიარქობაზე. რამდენიმე ხნის განმავლობაში ის საერთოდ ქრება აქტიური დღის წესრიგიდან. 1926 წელს კი მას შეურჩიეს მისი მეგობარი ინგლისელებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ალექსანდრიის პატრიარქის კათედრა (ეგვიპტელების პროტესტის მიუხედავად), სადაც სიკვდილამდე – 1935 წლამდე დაჰყო. მელეტის მემკვიდრის, გრიგოლ VII-ის დროს, მსოფლიო პატრიარქის პოზიცია განმაახლებელთა სქიზმის მიმართ შეიცვალა და მან ის აღიარა. შევნიშნავთ, რომ პატრიარქის წარმომადგენელი სსრკ-ში არქიმანდრიტი ბასილი (დიმოპულო) თავიდანვე მონაწილეობდა სქიზმატების საქმიანობაში. თუმცა თავად პატრიარქის მხარდაჭერა განმაახლებლობამ მხოლოდ 1924 წელს მიიღო – გრიგოლის დროს. მაგრამ გრიგოლ VII-ის, მერე კი ბასილი III-ის მხარდაჭერას არ მოჰყოლია პატრიარქებისა და განმაახლებელთა ლოცვითი თანაზიარება. თუმცა ბასილი დიმოპულოს არაერთხელ უმსახურია მათთან ერთად. მან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა განმაახლებელთა განმტკიცებაში. კონსტანტინეპოლიდან მას არავინ საყვედურობდა და ისიც საკმაოდ გაბედულად და კადნიერად მოქმედებდა. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს მისი კერძო ინიციატივა იყო. მაგალითად, მარიოპულოს ეპისკოპოსი ანტონი წერდა: „პატრიარქ ბასილი III-ს სიგელები მოსკოვური წარმოშობისაა, მას ადგენს დიმოპულო, იგივე სულელპოპულო და ლიქნიპოპულო, პრინციპით: „რწმენა ფულის გარეშე... მკვდარია“.

სსრკ-ს დიდი გავლენა ჰქონდა ათათურქის რეჟიმზე, რომელსაც მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი, დააყენეს რა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მზად იყო მფარველობა ბოლშევიკებთანაც კი ეძებნა – ამ გააფთრებულ ათეისტებთან. ამისთვის კი განმაახლებლებისთვის უნდა დაეჭირა მხარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთხი აღმოსავლელი პატრიარქიდან მხოლოდ ანტიოქიის პატრიაქი არ შევიდა განმაახლებლებთან ურთიერთობაში. დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მე-20 საუკუნის დასაწყისში ანტიოქიის ეკლესია გამოვიდა ბერძნების კონროლიდან. ისტორიაგრაფიაში ხშირად იმ ფაქტს, რომ კონსტანტინეპოლმა შეიწყნარა განმაახლებელთა სქიზმა, უკავშირებენ რთულ პოლიტიკურ თამაშს სამკუთხედში – ბოლშევიკები-ათათურქი-კონსტანტინეპოლის საპატრიარქო.

მიუხედავად ამისა, სსრკ-ს არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია კონსტანტინეპოლის პატრიარქისთვის, გარდა ნოვოროსიისკში გადასახლებისა. 20-იან წლებში ბოლშევიკებს თავად ჰქონდათ მდგომარეობა შერყეული და ცოტა მოკავშირე ჰყავდათ. ამიტომ ეკლესიის გამო ათათურქთან ურთიერთობის გაფუჭება კრემლს არ აწყობდა. განმაახალებლობამ კი თავისი შექმნის პირველ წლებში მოპოვებული პოპულარობის თანდათან დაკარგვა დაიწყო. სულ უფრო და უფრო მეტი სამრევლო უბრუნდებოდა კანონიკური ეკლესიის წიაღს. ამის ფონზე უბრალოდ უსარგებლო და სახიფათოც კი იქნებოდა მისი იმიჯისთვის სქიზმატების მხარდაჭერა და პატრიარქმა კვლავ შეიცვალა საკუთარი პოზიცია. 

ისტორიის ბრუნი

სამწუხაროდ, უკანასკნელ ასწლეულში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არა მხოლოდ მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ამა სოფლის ძლიერთა მხრიდან, არამედ განადგურებამდე, ლიკვიდაციამდეც კი იყო მისული. იხლიჩებოდნენ რა ინგლისელებს, ოსმალებს (შემდგომში – თურქებს), ბოლშევიკებს, ბერძნებს და მრავალ სხვას შორის, კონსტანტინეპოლის პატრიარქები ისეთი საქციელების უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს, რაც არაფრით შეეფერებოდა ქრისტიანულ სათნოებას ან მართლმადიდებლურ ძმობას.

მხლლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების პირველ თვეებში კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეპისტოლეთი მიმართა ოსმალეთის იმპერიის ყველა ბერძენ მიტროპოლიტს, სადაც განაწესებდა, რომ ყოველი კვირის წირვაზე ელოცათ სულთანის ჯანმრთელობისთვის და თურქეთის ჯარების რუსეთზე გამარჯვებისთვის. გარდა ამისა პატრიარქმა ათასი წყვილი ჩექმა შეწირა თურქი ჯარისკაცებისთვის.

Illustration_5.jpg

***

2020 წლის ივლისის ერთ მშვენიერ დღეს, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ფანარაზე, თავის რეზიდენციაში, ტელევიზორს უყურებს. აჩვენებენ ნამაზის პირდაპირ ტრანსლიაციას წმინდა სოფიას ტაძრიდან. პატრიარქი ხედავს ათათურქის შთამომავალს რეჯეფ ერდოგანს, რომელიც იანიჩარის ხმლით ხელში მუხლებზე ზის დიდებული გუმბათის ქვეშ. ისტორიამ ბრუნი გააკეთა, შეიძლება ორი ან სამი ბრუნიც კი იმისათვის, რომ ბართლომეოსი სწორედ ამ ადგილზე, სწორედ ამ მომენტში მოეყვანა.  

სტატიის ავტორი
Andrei Chuprasov
გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب