მთავარი გვერდი სტატიები
ერაყის პრემიერ-მინისტრი: „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ე…

ერაყის პრემიერ-მინისტრი: „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ერაყი არ არის“

ცოტა ხნის წინ ერაყის ქრისტიანული თემების მეთაურთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ კაზიმიმ აღნიშნა, რომ „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ერაყი არ არის“, ხაზი გაუსვა ძირძველი ქრისტიანული თემების თანდათანობით გაქრობას ქვეყანაში, რაც ადასტურებს ფაქტს, რაზეც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმიანობის დღის წესრიგში ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა მდგომარეობაზე ზრუნვას მთელი მისი ისტორიის მანძილზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები რუსეთსა და ბიბლიური რეგიონის ქრისტიანებს შორის, ტანჯული ძმებისთვის დახმარების გაწევა და წმინდა ადგილებზე ზრუნვა.

ამჟამინდელი ურთიერთობის ათვლის წერტილად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერაყის ქრისტიანებს შორის, იქცა 2002 წლის მარტში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს (ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი) ერაყში გამგზავრება. გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო ხელისუფლებასთან, ქვეყნის ქრისტიანი და მუსულმანური თემების ლიდერებთან, მოინახულეს ბაღდადი და მოსულა – ძველი ნინევია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული ტერორისტების მიერ. ჯერ კიდევ მაშინ მისი უწმინდესობის მხრიდან განგაშის ხმა გაისმა ერაყში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციისა და ერაყელი ქრისტიანების მდგომარეობის გამო; მან მოწოდება გააკეთა სანქციების მოხსნის შესახებ და ამ ქვეყანაში ქაოსის დაუშვებლობაზე.

მალე ერაყი შეეჯახა უპრეცენდენტო სამხედრო აგრესიას, რომლის შედეგად ის მილიონმა ადამიანმა დატოვა. 2003 წლამდე ერაყში დაახლოებით ერთ-ნახევარი მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. სხვადასხვა შეფასებით, ამჟამად მათი რიცხვი ათჯერ შემცირდა – ას ორმცდაათი ათასამდე. ამის გათვალისწინებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერაყში – ძველ მესოპოტამიაში – მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობის საკითხის წამოწევა ხდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ყველა დიპლომატიურ სცენაზე, ასევე, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან და პროტესტანტულ ეკლესიებთან დიალოგებისას, ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის ყველა დონეზე შეხვედრისას. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების წარმომადგენლები ერაყის ყველა ქრისტიანული თემის წარმომადგენლებთან მუდმივ სამუშაო კონტაქტზე არიან.

განსაკუთრებულ თბილ ხასიათს ატარებს მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა უძველს მესოპოტამიის ეკლესიასთან – აღმოსავლეთის სირიულ ეკლესიასთან. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე რუსეთს არაერთხელ ეწვივნენ მისი იერარქები და კლირიკოსები – როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტების ხაზით, ასევე სამწყემსო მოგზაურობით. სულ მცირე, XIX საუკუნიდან არსებობს რუსეთში ასირიული დიასპორა, რომელიც უმეტესად წარმოდგენილია მოსკოვის და როსტოვის რაიონებსა და კრასნოდარის მხარეში. რუსეთის ტერიტორია მიეკუთვნება აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ კანონიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულს – სრულიად ერაყისა და დსთ-ს ეპარქიას, რაც სულიერად აახლოვებს რუსეთისა და ერაყის ერებს. მესოპოტამიის ქრისტიანობის მოსკოვში ყოფნის თვალსაჩინო ადგილს წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით 1998 წელს აგებული მატ-მარიამის (დედა-მარიამის) სახელობის აღმოსავლეთის ასირიული ეკლესია.

2014 წლის 26 მაისს­–9 ივნისს რუსეთს ისტორიული ვიზიტით ეწვია აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის უწმინდესი პატრიარქ-კათოლიკოსი მარ დინხა IV. მოლაპარაკებების შესაბამისად, რაც მიღწეულ იქნა მისი შეხვედრაზე უწმინდეს პატრიარქ კირილესთან, შეიქმნა სადიალოგო კომისია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიას შორის (ოფიციალურად ეს კომისია შეიქმნა წმინდა სინოდის 2015 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით). დღესდღეობით ჩატარებულია კომისიის ოთხი შეხვედრა. ვითარდება ორმხრივი ურთიერთობა ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ერაყელი ქრისტიანების დახმარების საკითხის წინწამოწევა ხდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრობო ხელისუფლების მიერ ამ ქვეყნის სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და საერო ხელისუფლებასთან კონტაქტებისას. მაგალითად, 2015 წლის 8 აპრილს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონის შეხვედრა შედგა ერაყის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე სალიმ აბდულა ალ ჯაბბურთან და მისი თანმხლები ერაყელი პარლამენტარების დელეგაციასთან, რომელზეც სსკგ-ს თავმჯდომარემ გამოთქვა წუხილი ერაყში მცხოვრები ქრისტიანების მძიმე მდგომარეობაზე. მიტროპოლიტმა ილარიონმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საქმიანობას (ისლამური სახელმწიფო – რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია), რომელიც იმ დროისთვის სასტიკ ანგარიშსწორებას ახორციელდება მშვიდობიან მოსახლეობაზე.

2015 წლის 26 თებერვალს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონის შეხვედრა შედგა ერაყის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთან იუნადამ კანოსთან, ერაყის პარლამენტის ქრისტიანული კოალიციის წარმომადგენელთან, რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა რუსეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი თანამედროვე სამყაროს სამშვიდობო პროცესებში და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანები მათ დიდი იმედით შეჰყურებენ. მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოყენებული ძალისხმევის შესახებ ახლო აღმოსავლელი ქრისტიანების დასაცავად, ასევე, მათთვის აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა შემდგომშიც გაგრძელდება.

2018 წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VI   კონგრესზე ასტანაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა: „ამ ტრიბუნიდან ვისურვებდი, მოვუწოდო ჩვენი ფორუმის ყველა მონაწილეს ძალისხმევის ერთობისაკენ სირიისა და ერაყის ომისშემდგომი აღდგენის საქმეში. ეს ქვეყნები, დამცველები უძველესი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობისა, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ტერორისტების ქმედებებისგან: დანგრეულია ასობით ეკლესია და მეჩეთი, ათასობით ადამიანი დარჩენილია ჭერისა და საკვების გარეშე, განადგურებულია საავადმყოფოები და სკოლები. იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოშო დაბრუნება შეძლონ, მათ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტია, სამუშაო ადგილები, სოციალური ინფრასტრუქტურა“.

2018 წლის მარტში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და სსკგ-ს თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტრიპოლიტ ილარიონის ხელშეწყობით, ბაღდადისა და ქურთისტანის ავტონომიური რაიონი მოინახულა სსკგ-ს მდივანმა ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონმა სტეფანემ (იგუმნოვი). მასთან ერთად მოგზაურობაში მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთის სირიული ეკლესიის წარმომადგენელი რუსეთში ქორეპისკოპოსი სამანო ოდიშო. მოგზაურობის მიზანი იყო კონსულტაციების წარმოება და ურთიერთთანამშრომლობის დამყარება რელიგიური თემების ხელმძღვანელებთან და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებთან – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საქმიანობისთვის ერაყში გაჭირვებაში მყოფი ხალხის მხარდასაჭერად.

დელეგაციის შეხვედრები შედგა ერაყისა და ქურთისტანის ავტონომიური რაიონის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის, ქალდეის კათოლიკურ ეკლესიის, სირიულ-კათოლიკურ ეკლესიის წინამძღვრებთან, ერაყული თემის სირიულ-ორთოდოქსულ ხელმძღვანელობასთან, შიიტურ უმმთან (თემი) და იეზიდების სულიერ საბჭოსთან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დელეგაციის შეხვედრას ერაყის ქრისტიანული ეკლესიების ლიდერების საბჭოსთან ბაღდადში, სადაც ისაუბრეს შევიწროვებაზე, რომელიც ქრისტიანებს ერაყში შექმნილი ქაოსის შედეგად თავს დაატყდათ, რაც გამოიწვია ქეყანაში საგარეო სამხედრო ჩარევამ და ტერორისტების თავდასხმებმა. იერარქებმა აღიშნეს, რომ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკამ მათ ქვეყანას სარგებელი არ მოუტანა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანები და სხვა ეთნორელიგიური უმცირესობები დიდი იმედით შეჰურებენ რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. შეხვედრის მონაწილეებმა ღრმა მადლიერების სიტყვა გადასცეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესს პატრიარქს მათი საჭიროებებისადმი გამოვლენილი ყურადღებისთვის; სსკგ-ს თავმჯდომარეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც თანმიმდევრულად იცავს დევნილი ქრისტიანების უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე.

2018 წლის 21-28 ნოემბერს ერაყის ქრისტიანული ეკლესიების ლიდერთა საბჭოს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი შედგა რუსეთში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ერაყის ყველა უძველესი ქრისტიანული თემის წარმომადგენელი. დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს სსკგ-ს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „რელიგიური თემების მდგომარეობა ერაყში“, რომელიც ჩატარდა წმ.წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში 23 ნოემბერს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ერაყის ქრისტიანების დელეგაციის შეხვედრაზე დარწმუნებით თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალისხმევას არ დაიშურებს ერაყის ქრისტიანი მოსახლეობის დასაცავად. მისმა უწმინდესობამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა ერაყის სიწმინდეების განადგურებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ძალიან განვიცდით იმის გამო, რაც მოხდა, მათ შორის, ნინევიის ველზე ერაყში, სადაც არცთუ ცოტა ქრისტიანული ქალაქი არსებობს და სადაც ტაძრები განადგურდა ან შეიბილწა, – აღნიშნა მან. – ჩვენთვის, ყველასთვის ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ყოველივე აუცილებელი, რათა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული სიწმინდეები აღდგენილ იქნას და ქრისტიანები დაბრუნდნენ ერაყში, ასევე სირიასა და სხვა ადგილებში, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ და საიდანაც განიდევნენ ომით ან სამოქალაქო კონფლიქტებით“.

ერაყისადმი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარება კვლავ გაგრძელდება. საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება მნიშვნელოვან ადგილს აკუთვნებს ამ მიმართულებას თავის საქმიანობაში.

 

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب