მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.03.2026. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, სამძიმარი გამოთქვა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსადმი
გაგზავნილ წერილში ნათქვამია:
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ!
მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი და ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამოძმე-მღვდელთმთავრებს.
პატივცემული ბერდიდი, დღესრული (იობ. 42:17), ამჟამად ხმობილია ღვთის მიერ მარადიულ სავანებში, რათა წარსდგეს მის წინაშე დაუღალავი მეოხებით მეტყველი სამწყსოსთვის, რომელსაც ის ქრისტეს სახარების გზაზე მიუძღოდა თავისი ხანგრძლივი მიწიერი მწირობის განმავლობაში.
ახალშესვენებული წინამძღვარი გამოირჩეოდა თავისი ზეციური მფარველის, წინასწარმეტყველ ელიას შესაფერისი ამაღლებული სიბრძნითა და ღვთისადმი მგზნებარე მოშურნეობით (რიცხ. 25:13). უწმინდესი და უნეტარესი მეუფე იყო ნამდვილი სულიერი მამა თავისი მრავალრიცხოვანი სამწყსოსთვის, რომლის ტვირთსაც ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ატარებდა და რომლისთვისაც მისი დიდი მთავარმწყემსური გული მხურვალე სიყვარულით ცემდა.
რელიგიური შევიწროების წლებში აწ განსვენებული მის გარშემო ყველასთვის ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთისადმი (ებრ. 9:14) ერთგული მსახურების მაგალითის მიმცემი იყო, ხოლო ჟამსა შეწყნარებულსა (ეს. 49:8), თავგანწირვით შრომობდა ეკლესიური ცხოვრების აღორძინებისთვის –მშობლიურ მიწაზე გახსნა სასულიერო სკოლები, გაამშვენიერა ქვეყანა მრავალი ტაძრითა და წმინდა სავანეებით.
ერთ-ერთი უხუცესი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების ოჯახში, კათოლიკოს-პატრიარქი ილია განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა მართლმადიდებლურ სამყაროში. მოსკოვის სასულიერო აკადემიის კედლებში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული სიყვარულის გულწრფელი გრძნობა, რომელიც არასოდეს გადავა (1 კორ.13:8), მის უწმინდესობასა და უნეტარესობას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან აკავშირებდა, რომლის კეთილ მეგობრადაც ის რჩებოდა მიწიერი სიცოცხლის ბოლომდე.
ცოცხლებისა და მკვდრების მფლობელმა უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც არის აღდგომა და სიცოცხლე (ინ. 11:25), დაე განუსვენოს სული თავისი აღსრულებული მონისა მართალთა განსასვენებლებში და მარადიული ხსოვნა მიანიჭოს.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026