მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრია…

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.03.2026. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავი მიულოცეს.

დიდი მარხვის ამ ღვთივკურთხეულ ნათელმოსილ ჟამს (პირველი შვიდეულის ოთხშაბათის ცისკარი), გულითადად გილოცავთ თქვენ, თქვენთვის მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს – სამღღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავს.

ნახევარი საუკუნის წინ, სულიერი ძრწოლვითა და იმის მხურვალე სურვილით, რომ მთლიანად მიგეძღვნათ თავი ქრისტე მაცხოვრის მსახურებისთვის, თქვენ წარმოთქვით დასადგინებელი აღსაარების სიტყვა. მას შემდეგ დღემდე მტკიცედ ინარჩუნებთ ერთგულებას ამ სამთღვდელთმთავრო ფიცისადმი და გულმოდგინედ ასრულებთ მიცემულ აღთქმას, იმის ცოდნით, რომ თავად უფალი გეხმარებათ ჭეშმარიტ და გულმოდგინე მმართველობაში (ეპისკოპოსად ხელთდასხმის წეს-განგებიდან).

დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც კაცობრიობის მტერი თესავს განხეთქილებასა და მტრობას, როდესაც ონებით დაბნელებულნი და გულით გასასტიკებულნი ხევენ ქრისტეს სამოსელს (ლოცვიდან წმინდა რუსეთისთვის), მიცემული აღთქმის შესრულება ჭეშმარიტად აღსაარების ღვაწლია. ასეთ ვითარებაში დაცვა და პყრობა საეკლესიო მშვიდობისა (ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებიდან) შეუძლებელია ყოვლისმპყრობლის მტკიცე დახმარებისა და ღვთის ერისადმი თქვენი თავგანწირული სიყვარულის გარეშე, რაც აღგძრავთ თქვენ, მთელი ძალისხმევა მიმართოთ თქვენდამი რწმუნებულ მსახურებაზე. თქვენ თავდაუზოგავად შრომობთ იმისთვის, რომ არ გამრავლდეს განხეთქილებები, ცრურწმენები და მწვალებლობები (ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებიდან), რომ მართლმადიდებლობის მტრები შერცხვენილ იქნენ, ხოლო ეკლესიის ერთგული შვილები არ შფოთავდნენ და არ დრტვინავდნენ, არამედ ინარჩუნებდნენ სულიერ სიმშვიდეს და ერთაზროვნებას. მკაფიო სიტყვებითა და დამაჯერებელი საქმეებით თქვენ შთააგონებთ თანამედროვეებს, რომ ერთსულოვნად იდგნენ და ერთობლივად იღვაწონ სახარების რწმენისთვის და ნურაფერში შეუკრთნენ წინააღმდგომთ (ფილიპ. 1:27-28). გისმენენ და გიყურებენ რა მწყემსთმთავრები, მწყემსები, მონოზვნები და ერისკაცები, ცდილობენ, მოგბაძონ თქვენ რწმენის სიმყარეში, გამბედაობაში, სულის სიმტკიცეში, მონდომებასა და მიზანდასახულობაში.

თქვენ მოუდუნებელი ყურადღებით აკვირდებით ეკლესიური ცხოვრების განვითარებას ღვთის სხვადასხვა სამფლობელოში, მათ შორის, ძალიან შორეულ ადგილებშიც. თქვენ ახორციელებთ საწინამძღვრო ვიზიტებს ჩვენი ეკლესიის მრავალ ეპარქიაში, აკურთხებთ ახალ ტაძრებს, ხვდებით სასულიერო პირებს და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მონაწილეობთ სამრევლო ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიებში და ყველანაირ მხარდაჭერას უწევთ მათ გადაწყვეტაში. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ დაიცვათ ეპისკოპოსად ხელთდასხმისას მიცემული აღთქმა, რომ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს, მოციქულების წესისაებრ, მოინახულებთ და ზედმხედველობას გაუწევთ, თუ რამდენად ერთულნი რჩებიან რწმენაში და კეთილი საქმეების კეთებაში, განსაკუთრებით კი მღვდლები (ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებიდან).

იცით რა, რომ მილიონობით ადამიანი გისმენთ, თქვენ დიდი პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით ქადაგებთ და მთელი გაბედულებით წარმოთქამთ ღვთის სიტყვას (საქ. 4:29), მიმართავთ მას არა მხოლოდ მათკენ, ვინც ქრისტეს ენდობა, არამედ მათკენაც, ვისაც ჯერ არ მიუღია ქრისტე თავის გულში. თქვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას ახმართ იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენს ხალხში  იზრდებოდეს რწმენა და მრავლდებოდეს ერთმანეთის მიმართ სიყვარული (2 თეს. 1:3), რათა ჩვენმა თანამედროვეებმა გააცნობიერონ, რომ ღმერთმა გვიბოძა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია (1 ინ. 5:11).

სასიხარულოა, რომ ამჟამდ დგას კურთხეული დრო, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს ეკლესიის ინიციატივებს და მასთან თანამშრომლობით ახორციელებს საქმიანობას ჩვენი ხალხისთვის ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ეს კეთილი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ეკლესიისა და სახელმწიფოსი, დიდწილად თქვენი ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი. ღმერთმა ინებოს, რომ ასე გაგრძელდეს მომავალშიც.

თქვენთვის ამ სულიერად მნიშვნელოვან და მთელი ეკლესიის სისავსისთვის საზეიმო დღეს, ლოცვით გისურვებთ თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალების განახლებას და განმტკიცებას, სულის სიმხნევეს და ყოვლისმპყრობლის მოუკლებელ შეწევნას თქვენს მაღალ და საპასუხისმგებლო პატრიარქალურ მსახურებაში.

მრავალი კურთხეული წელი გქონოდეთ, თქვენო უწმინდესობავ!

ისპოლა ეტი დესპოტა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები 

მოსკოვი, 2026 წლის 14 მარტი

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب