მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს მხარდამჭერებმა სპეციალური დანიშნულების რაზმების მხარდაჭერით უკრაინის ჩერნოვცის ოლქში ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.03.2026. 2026 წლის 11 მარტს, უკრაინის ჩერნოვცის ოლქის სოფელ კომაროვში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების ტაძარი სპეცრაზმისა და პოლიციის ათი ეკიპაჟის თანდასწრებით „მეუ“-ს სქიზმატური სტრუქტურის წარმომადგენლებს გადაეცათ. მიუხედავად ადგილობრივი მამასახლისის მიერ მანამდე გაცემული გარანტიებისა, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით გადაწყდებოდა, კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებს ადგილზე მოულოდნელად ძალოვანი სტრუქტურები დახვდნენ, – იტყობინება გამომცემლობა «Расколам.net» მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი დათანხმდა ტაძრის გასაღების გადაცემას იმ იმედით, რომ ღვთისმსახურებას გააგრძელებდნენ იმავე ტერიტორიაზე მდებარე ძველ, პატარა ტაძარში. თუმცა, დილით მათ ეკლესიასთან მრავალი პოლიციელი და სპეციდანიშნულების რაზმით სავსე ავტობუსი დახვდათ. „სოფლის მამასახლისმა განაცხადა, რომ „არ იცის“, როგორ აღმოჩნდა ადგილზე სპეცრაზმი“, – იტყობინება წყარო.
მოგვიანებით ადგილზე მივიდა „მეუ“-ს სკანდალურად ცნობილი რეიდერი რომან გრიშჩუკი, რომელმაც მოუწოდა, ასეთი „მშვიდობიანი გადასვლები“ „ღვთის ნებად“ მიეჩნიათ. შეთანხმება, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს ძველ ტაძარს დაუტოვებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა: მორწმუნეებს აუკრძალეს იქ ღვთისმსახურების ჩატარება. ახლა ისინი იძულებულნი არიან, მეზობელ სოფელში წავიდნენ წირვაზე და კომაროვოში სალოცავი შენობა ეძებონ.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026