წმინდა სინოდმა განიხილა საგარეო საეკლესიო კავშირებთან დაკავშირებული რიგი საკითხები
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.03.2026. 12 მარტს, მოსკოვის დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით, გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველი სხდომა. წმინდა სინოდმა განიხილა საგარეო საეკლესიო კავშირებთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება დასავლეთ ევროპის საპატრიარქო საეგზარქოსოს მმართველის დამტკიცების შესახებ (ჟურნალი № 8).
2025 წლის 8 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს განკარგულებით, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსი, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ნესტორი, გადაყენებულ იქნა დასავლეთ ევროპის საპატრიარქო საეგზარქოსოს და ასევე კორსუნის, ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიისა და იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების მმართველობიდან მის წინააღმდეგ დაწყებული საეკლესიო სამართლებრივი დევნის გამო. საეგზარქოსოს დროებით მმართველად დადგინდა რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტი მარკოზი.
უწმინდესის პატრიარქის სახელზე შევიდა წერილი ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ნესტორისგან, რომელიც შეიცავს იმ ქმედებების აღიარებას, რომლებიც მორწმუნეებს ცდუნებას უქმნიდა და წმინდა კანონებს ეწინააღმდეგებოდა, ასევე მონანიებას და გამოსწორების დაპირებას. „მესმის, რომ ეკლესიის გარემოში ცდუნება შევიტანე <…> ვხედავ, რამდენი ადამიანის იმედგაცრუება და განცდა გამოვიწვიე. ამიტომ მტკიცე მზადყოფნით მივიღებ თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას – თუნდაც ყველაზე მკაცრს“, – ნათქვამია ზემოხსენებულ წერილში.
წმინდა სინოდმა დაადგინა:
– გათავისუფლდეს კორსუნისა და დასავლეთ ევროპის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ნესტორი კორსუნის ეპარქიის მმართველობიდან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსის, ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიისა და იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველის თანამდებობებიდან.
– კორსუნის ეპარქიის მმართველად და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსად დადგინდეს რიაზანისა და მიხაილოვის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი მარკოზი. მასვე შეუნარჩუნდეს ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის დროებითი მმართველობა და გათავისუფლდეს რიაზანის ეპარქიის მმართველობიდან მადლობის გამოცხადებით რიაზანის სამიტროპოლიტოსა და რიაზანის ეპარქიის მართვაში მისი მრავალწლიანი მსახურებისთვის;
– მიტროპოლიტი ნესტორი დადგინდეს სტუპინოს ყოვლადუსამღვდელოესად, კორსუნის ეპარქიის ვიკარიუსად;
– კორსუნის ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ მარკოზს დაევალოს ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიისა და იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მართვა.
წმინდა სინოდის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მიერ მომზადებული ანგარიში ღვთისსათნო მოღვაწეთა კანონიზაციის შესახებ, რომელიც ჩატარდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში 2025 წლის 13-17 მაისს (ჟურნალი № 11).
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა დალმატია-ისტრიის ეპისკოპოსის, წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოდიმოსის (მილაშის) სახელის შეტანა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში და მისი ხსენების დღედ დააწესა 21 სექტემბერი/4 ოქტომბერი (როგორც ეს დადგენილია სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში). ასევე დაადგინა, შეყვანილ იქნას თვენში წმინდა მართალი ანნა, წმინდა ბასილი ოსტროგელის დედა, და მისი ხსენების დღედ დაწესდეს 30 აპრილი/13 მაისი (როგორც ეს დადგენილია სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში).
წმინდა სინოდმა მოისმინა სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება ისრაელში მისი ვიზიტის შესახებ (ჟურნალი № 12), რომელიც შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილეს ლოცვა-კურთხევით 2026 წლის 17-19 თებერვალს. 18 თებერვალს მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში გამართულ რელიგიათაშორის კონფერენციაში, რომელსაც ესწრებოდა იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III. შედგა შეხვედრა მიტროპოლიტ ანტონისა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იმსჯელა ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობის შესახებ და დაადგინა არქიმანდრიტ ფილარეტის (ბულეკოვი) გათავისუფლება სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან (ჟურნალი № 19).
გარდა ამისა, წმინდა სინოდმა გადაწყვიტა რუსული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში (ჟურნალი № 22). სინოდის წევრებმა მოისმინეს სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მიერ მომზადებული მოხსენება. სსკგ-ის თავმჯდომარის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მცხოვრებმა რუსულენოვანმა მორწმუნეებმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას რუსული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსების თხოვნით მიმართეს.
2026 წლის 17 იანვრით დათარიღებულ წერილში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესადმი, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ თანხმობა განაცხადა აბუ-დაბიში ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ რუსული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებაზე და ეკლესიის მშენებლობაზე. ანტიოქიის პატრიარქის თანხმობის გათვალისწინებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა აბუ-დაბიში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის რუსული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსება. სინოდმა ახალშექმნილი სამრევლოს სამწყემსო მზრუნველობა დაევალა არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ზარკეშევი), შარჯის წმინდა მოციქულ ფილიპეს ტაძრის წინამძღვარს.
წმინდა სინოდმა მოისმინა სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მიერ მომზადებული მოხსენება საზღვარგარეთ არსებული ეპარქიებისა და სამრევლოების შესახებ ანგარიში (ჟურნალი № 23). წმინდა სინოდმა დაადგინა, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის მმართგველის განკარგულებაში ოდესის ეპარქიის შტატგარეშე კლირიკოსის, დეკანოზ ოლეგ მოკრიაკისა და ტიხვინის ეპარქიის კლირიკოსის, მღვდელ ნიკოლოზ გედეშის წარგზავნა.
ასევე მოისმინეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება მღვდელმსახურის მიმართვასთან დაკავშირებით პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირში გადასვლის შესახებ (ჟურნალი № 24). სინოდმა დაადგინა, აკურთხოს გროდნოს ეპარქიის შტატგარეშე სასულიერო პირი, მღვდელი ალექსანდრე კოლაცკი პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში გადასვლაზე და გაეგზავნოს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას აღნიშნული სასულიერო პირის განტევების სიგელი.