მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.03.2026. 12 მარტს, მოსკოვის დანილოვოს მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას.
სხდომის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამეტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამეტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, მოსკოვის სამიტროპოლიტოს პატრიარქის ადგილმონაცვლე; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი; ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსურ-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: კაიროსა და ჩრდილოეთ აფრიკის მიტროპოლიტი კონსტანტინე, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი; კანაშისა და ბელოვოლგის ეპისკოპოსი სტეფანე; გატჩინასა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე; ნოვოროსიისკისა და გელენჯიკის ეპისკოპოსი სერგი; ბიისკისა და ბელოკურიხის ეპისკოპოსი სერაფიმე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026