მოსკოვის საპატრიარქო
კიევის მახლობლად, სოფელ შჩასტლივოეში, სქიზმატური სტრუქტურის აქტივისტებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.02.2026. უკრაინის კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონის სოფელ შჩასლივოეში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლმა განაცხადა, რომ მისი სიწმინდეები სქიზმატური სტრუქტურის აქტივისტების მიერ იქნა მიტაცებული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანთლებლო განყოფილებას ეყრდნობა, 20 თებერვალს „მეუ“-ს მხარდამჭერები ტაძარში შეიჭრნენ და კარის საკეტები შეცვალეს. მრევლი ამტკიცებს, რომ გასული წლის აგვისტოში სქიზმატმა აქტივისტებმა ფიქტიური კრება ჩაატარეს, რომელზეც გამოაცხადეს თემის გადასვლა მათ იურისდიქციაში. თუმცა, თემის კანონიერმა წევრებმა, საკუთარ კრებაზე დაადასტურეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დარჩენის სურვილი.
21 თებერვალს, როდესაც მიტაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ტაძარში მივიდნენ წინამძღვარი და მორწმუნენი. მათი თქმით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ბევრი თანამშრომელი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები და სხვა სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. ზოგიერთ მრევლს, რომლებმაც ვიდეოგადაღება სცადეს, აქტივისტები ძალადობით დაემუქრნენ.
27.01.2026
07.01.2026