მოსკოვის საპატრიარქო
კიევ-პეჩერის ლავრის ბერებს უკანასკნელი ორი ტაძარი წაართვეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 18.02.2026. 2026 წლის 17 თებერვალს, კიევ-პეჩერის წმინდა მიძინების ლავრაში, ეროვნული ნაკრძალის თანამშრომლებმა ქვემო ლავრის კიდევ ორ – ჯვართამაღლების და ტეპლოეს – ტაძრებში შეცვალეს საკეტები, – იტყობინება ლავრის ადვოკატი, დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. ამრიგად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საძმომ დაკარგა წვდომა ბოლო ტაძრებზე, სადაც ჯერ კიდევ აღესრულებოდა ღვთისმსახურებები, – წერს მჟკ.
ეს ინციდენტი მორიგი ეპიზოდია კიევ-პეჩერის ლავრის შენობა-ნაგებობებსა და ქონებაზე კონტროლის გადაცემასთან დაკავშირებული მოვლენების სერიაში. მანამდე უკრაინის კულტურის სამინისტრომ ქვემო ლავრის ტერიტორიაზე არსებული პირველი ორი კორპუსი „მეუ“-ს წარმომადგენლებს უსასყიდლო სარგებლობაში გადასცა. საუბარია 49-ე და 70-ე კორპუსებზე – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის რეზიდენციასა და კიევის სამიტროპოლიტო კანცელარიაზე, – იტყობინება პორტალი Raskolam.net.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026