მოსკოვის საპატრიარქო
კენიაში შედგა აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს მართლმადიდებლური რადიოპროგრამის პირველი რადიომაუწყებლობა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.02.2026. 2026 წლის 5 თებერვალს ეთერში გავიდა პირველი რადიომაუწყებლობა, რომელიც მომზადებული იყო აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს მარკოზ მოციქულისა და მახარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლების მიერ კენიაში რუსეთის საელჩოს მხარდაჭერით Songa Play ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე, რომელიც Radio Africa Group-მა 2024 წლის აგვისტოში დაიწყო.
საეგზარქოსოს ვებგვერდის ცნობით, რადიოგადაცემის პირველ რუბრიკაში მსმენელები გაეცნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლებს, კერძოდ, როგორ ესმით მართლმადიდებელ ქრისტიანებს ერთი ღმერთის რწმენა.
მეორე რუბრიკაში გადაცემის შემქმნელებმა მსმენელებს გააცნეს აფრიკული წარმოშობის მართლმადიდებელი წმინდანის, ღირსი მოსე მურინის ცხოვრება.
მესამე რუბრიკაში აფრიკელმა რადიომსმენელებმა მოისმინეს აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მათი ერთ-ერთი თანამედროვის, ბენინის დედაქალაქში ქრისტესშობის ტაძრის წინამძღვრის, მამა სტივენ ასონბას მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევისა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსვლის გულისშემძვრელი ისტორია.
***
Radio Africa Group არის კენიური მსხვილი კერძო მედია ჰოლდინგი, რომელიც მოიცავს რამდენიმე პოპულარულ რადიოსადგურს, საკუთარ ტელევიზიას, ეროვნულ ინგლისურენოვან გაზეთ „The Star“-ს და ონლაინ პორტალს. კომპანია დაარსდა 2000 წელს და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა.
Songa Play არის ციფრული სტრიმინგის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან კონტენტს: მუსიკას, პოდკასტებს, რადიო გადაცემებს და ექსკლუზიურ აუდიო და ვიდეო მასალებს ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტებისგან. პლატფორმა ხელმისაწვდომია ვებვერსიისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით და მხარს უჭერს პერსონალიზებულ პლეილისტებს და პირდაპირ რადიოს, რომელშიც ჰოლდინგის პოპულარული სადგურები მონაწილეობენ. Songa Play განკუთვნილია კენიასა და მის ფარგლებს გარეთ ფართო აუდიტორიისთვის.
პატრიარქი
27.01.2026
07.01.2026
07.01.2026